გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 060 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 42 853-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
24 საათის განმავლობაში COVID-19-მა ქვეყანაში კიდევ 48 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 361-მდე გაიზარდა. კორონავირუსი რუსეთში ამ დროისთვის 3 291 ადამიანმა დაამარცხა.
კომენტარები