რუსეთი და ბელარუსი 2026 და 2028 წლის ოლიმპიადის ჩვენებას ვერ შეძლებენ. ოლიმპიადის სატელევიზიო ტრანსლირების ტენდერში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ olympics.com იუწყება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადების მიხედვით, რუსეთი და ბელარუსი შეჯიბრის ჩვენებას ვერ შეძლებენ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2026 წელს მილანში, ხოლო 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ლოს-ანჯელესში გაიმართება.
2022 წლის თებერვლის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს, რომ მან რუს და ბელორუს სპორტსმენებს შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს სანქციები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ დაუწესა.
კომენტარები