• რეკლამა
  • კონტაქტი
20:11, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთს არ აქვს უფლება აშანტაჟოს მსოფლიო ბირთვული იარაღით – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
11:07 04-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მიყენებული ზიანის გამოსწორებაში დაეხმარება, რომელიც ბირთვულ ობიექტს რუსული ძალების მიერ ოკუპაციის დროს მიადგა.

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზიანი შესამჩნევია და მიმდინარეობს მისი შეფასება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს კვლავ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა კატასტროფამდე.

„დღეს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 36 წლისთავზე, რუსული ჯარების გამო, მსოფლიოს კვლავ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა კატასტროფამდე. ატომური ელექტროსადგური კიდევ ერთი საბრძოლო მოქმედების ზონა იყო, სადაც რუსები არ ზრუნავდნენ ბირთვულ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, 26 აპრილს, IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ გროსისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკიმ დაადანაშაულა რუსული ჯარები ბირთვული საშიშროების გაუთვალისწინებლობაში და ქარხნის რამდენიმე უბნის გაძარცვასა და დაზიანებაში, სისტემის კონტროლის ცენტრისა და ლაბორატორიის ჩათვლით.

მან აღნიშნა, რომ მათი დაუდევრობა მიუთითებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროებაზე.

„საფრთხის დონის გათვალისწინებით, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, რომლებიც დარჩნენ ქარხანაში რუსული ჯარების ოკუპაციის დროს. მათ გაწეული სამუშაოსთვის მედლები გადაეცათ.

შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყებისას დაიკავეს, თუმცა, უკრაინულმა ძალებმა მისი დაბრუნება ამ თვეში რუსეთის უკან დახევის შემდეგ შეძლეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved