დილით რუსეთმა ზაპოროჟიეს რაკეტებით შეუტია. ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაზარალებულთა რაოდენობა ძალიან დიდია.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსები ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევას ცდილობდნენ. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწარმოს შენობა და მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც ბინები იწვის.
ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაშავებულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
სულ თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სექტორის 9 სახლი და 14 მრავალსართულიანი კორპუსი. დაზიანებულია ასევე არასაცხოვრებელი ობიექტებიც.
კომენტარები