უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 5 დეკემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 91 690;
ტანკი – 2 924;
ჯავშანტექნიკა – 5 900;
საარტილერიო სისტემა – 1 914;
სარაკეტო სისტემა – 395;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211;
თვითმფრინავები – 281;
ვერტმფრენი – 264;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 582;
საკრუიზო რაკეტები – 531;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 497;
გემი/ნავი/კატარღა – 16;
სპეციალური აღჭურვილობა – 163.
კომენტარები