• რეკლამა
  • კონტაქტი
07:43, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-სთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

ალია ავტორი - ალია
20:57 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ვაშინგტონი არ არის მზად, უარი თქვას დესტაბილიზაციურ კურსზე, რომელიც მიმართულია აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის უპირატესი მდგომარეობის შექმნისკენ, რაც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე ხდება, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილ წერილში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ გაასაჯაროვა.

„ვაშინგტონმა არ უარყო კონტრპროდუქტიული და დესტაბილიზაციური კურსი, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის უპირატესი მდგომარეობის შექმნას რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე. სწორედ ეს ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცის, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის, გეოსტრატეგიული და სამხედრო ათვისების შეუჩერებელი და არაფრით შეზღუდული კურსის რეალიზაციას და ამაში აშშ წამყვან როლს თამაშობს.  ეს რუსეთისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე ხასიათს ატარებს.  ეს ყველაფრი ხდება უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან“, – ნათქვამია დოკუმენტში, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ოფიციალურმა მოსკოვმა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე საპასუხო წერილი რუსეთში შეერთებული შტატების ელჩს ჯონ სალივანს გადასცა.

„ვაცხადებთ, რომ უსაფრთხობის გარანტიების შესახებ რუსული მხარის მიერ მომზადებული ხელშეკრულების პროექტის ძირითად ელემენტებზე ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარი ეხება ნატო-ს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმას, „ბუქარესტის ფორმულის“ გაუქმებას, რომლის მიხედვით „უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან“, ასევე, იმ სახელმწიფოების ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნაზე უარის თქმას, რომლებიც მანამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ და ალიანსის წევრებს არ წარმოადგენენ, მათ შორის უარის თქმას სამხედრო აქტივობის განსახორციელებლად ამ ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული შესაძლებლობების გამოყენებაზე.

აგრეთვე, წერილში საუბარია, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას.

„ამერიკული მხარის მხრიდან მზადყოფნის არარსებობას, მოხდეს შეთანხმება მტკიცე, იურიდიულად სავალდებულო გარანტიებზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი უსაფრთხოება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან, რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

რუსული მედიის ცნობებით, დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ უკრაინაში „არანაირი შეჭრა“ არ არის და არ იგეგმება.

„ბრალდებები „ესკალაციაზე რუსეთის პასუხისმგებლობის თაობაზე“ შეიძლება, ჩაითვალოს მხოლოდ ზეწოლის და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წარმოდგენილი წინადადებების გაუფასურების მცდელობად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზაციის ფონზე, დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით დიალოგი მოითხოვა.

ასეთ გარანტიებს შორის მოსკოვმა დაასახელა იურიდიული ვალდებულება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. ამ პირობის შესრულებაზე დასავლეთმა უარი თქვა და საპასუხო მოთხოვნები გაუგზავნა მოსკოვს. აშშ-მა რუსეთისთვის სხვა მოთხოვნებთან ერთად, საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანაც დაასახელა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved