• რეკლამა
  • კონტაქტი
03:59, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის საგარეო: დასავლეთის მცდელობები, საქართველოს მეორე ფრონტი გაახსნევინოს, მიუღებელია

ალია ავტორი - ალია
11:07 04-06-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი ამბობს, რომ მიუღებელია დასავლეთის ქვეყნების მცდელობები კონფრონტაცია უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადაიტანონ, კერძოდ თბილისის მიმართ მოწოდებები ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული ნარატივი ქართული ოცნების რიტორიკის ნაწილია, რადგან უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, არც ერთი დასავლელი ლიდერი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებით არ გამოსულა, ე.წ. ომში ჩათრევის შესახებ განცხადებები კი მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან ჟღერს.

“ცალკე გაესვა ხაზი დასავლეთის მცდელობების მიუღებლობას, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადაიტანონ, რაც თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში გამოიხატება, გახსნან “მეორე ფრონტი” რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასეთი საშიში განცხადებები მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და იმ ორგანიზაციებისგან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ”, – წერია გალუზინის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე წერია, რომ “ადგილზე არსებული ვითარების განხილვისას დაფიქსირდა სოხუმის, თბილისისა და ცხინვალის განწყობა, რომ განაგრძონ თავშეკავება”.

“შედეგად, ვითარება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში შედარებით მშვიდია. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. მიუხედავად ჟენევის პლატფორმის მუშაობის პაუზისა, შესაძლებელი იყო დიალოგის შენარჩუნება სხვა პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის ცხელი ხაზით და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, რომელიც ერგნეთში ტარდება”, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კრემლი კვლავ ამბობს, რომ ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ოფიციალური თბილისის მიერ ძალის გამოყენებაზე უარის პირობითა და ე.წ. საზღვრებთან დემილიტარიზაციითაა შესაძლებელი.

წყარო: „ფორმულა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved