სამშაბათს იაპონიამ გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და გაყინა 130-ზე მეტი პირის აქტივები, მათ შორის მოხვდა რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინი.
ახალი სანქციები ეხება რუსეთის 8 მოქალაქეს და თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” 133 წევრს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმერ ბოგდანოვი და ოლიგარ გენადი ტიმშენკოს ოჯახის წევრები.
იაპონიამ ასევე გააფართოვა ექსპორტის აკრძალვა დამატებით 71 რუსულ ორგანიზაციაზე, მათ შორის მწარმოებლებსა და კვლევით ინსტიტუტებზე.
კომენტარები