“თუ არ ჩავთვლით, საზოგადოებაში გამძაფრებული პოლემიკას, სხვა რაიმე ზეწოლაზე საუბარი არ არის,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
თუ არ ჩავთვლით, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა საკითხებზე ხდება ხოლმე გამძაფრებული პოლემიკის წამოწყება, სხვა რაიმე ზეწოლაზე, თუ ჩარევაზე, თუ გავლენაზე საუბარი არ არის.
[რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ჩარევაზე] არანაირი მსჯელობა არ ყოფილა, სრულიად უსაფუძვლო, გაუგებარი განცხადება იყო. ვერანაირად ვერ აღვიქვი [ეს განცხადება], ვერ ვხედავ შინაარსს,” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.














კომენტარები