• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთიდან მასობრივი მიგრაცია აჩვენებს ჩვენს ტოლერანტობას, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური – პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
11:55 12-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

არის კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც რუსეთიდან მასიურ მიგრაციას ეხება. გამოწვევა, რომელიც გარკვეულწილად შესაძლებლობაა, რადგან ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დასაშვებია რომ საზღვარი გახსნილი იყოს განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან, მაგრამ ამავდროულად, უნდა იყოს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში „არასასურველი განზრახვები თავიდან იქნას აცილებული“.

დიპლომატების მიღების საღამოზე სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დიდი გამოწვევაა. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მუდმივად ცდილობს საკუთარი ნება-სურვილი მეზობლებს თავს მოახვიოს.

„შესაძლოა, ზოგიერთი ჯგუფი ფიქრობდეს, რომ კრიტიკა მიმართული იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და არა ოკუპანტის მიმართ, მაგრამ ოკუპაცია რჩება მთავარ გამოწვევად. ეს, ასეა! რუსეთის ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უდიდესი გამოწვევაა. ჩვენი მოქალაქეები ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ესენი არიან მოქალაქეები, ვინც აფხაზეთში ცხოვრობენ. მათ ამ გამოწვევებთან ერთად უწევთ ცხოვრება, მათსავე ენასთან და იდენტობასთან დაკავშირებით. ისინი არიან ამ მობილიზაციის მსხვერპლნი, ასევე უწევთ მუქარის ატანა. მათ აწვდიან ინფორმაციას, რომ საქართველომ შეიძლება ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს არ ხდება ტერიტორიების უკან მიტაცებით. ეს სხვა ადამიანების მიდგომაა.

ასევე არის კიდევ ერთი გამოწვევა,რომელიც რუსეთიდან მასიურ მიგრაციას ეხება. გამოწვევა, რომელიც გარკვეულწილად შესაძლებლობაა, რადგან ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულიად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი, განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში არასასურველი განზრახვები თავიდან ავირიდოთ“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან დიდი გამოწვევები არსებობს არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ, მთელი ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებების დრო მოვა „ცხადი უნდა იყოს, რომ ოკუპაცია აღარ არის მისაღები ევროპის კონტინენტზე“.

„რა თქმა უნდა, მოვა მოლაპარაკებების დრო და ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ხალხის ხელში. როდესაც ეს დრო მოვა, თუ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ 1992, 2008, 2014, 2022 წლების სცენარების განმეორებას და ბევრი სხვა აგრესიის განმეორებას, რომელიც ჩვენი მეზობლების მიმართ ხდებოდა რუსეთის მხრიდან – ცხადი უნდა იყოს, რომ ოკუპაცია აღარ არის მისაღები ევროპის კონტინენტზე. ვისაც მართლა სურს რეალური მშვიდობა და მოლაპარაკებები, პირველ რიგში უნდა აღიაროს ეს და შემდგომ ვისაუბროთ ამ საკითხებზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved