• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ გამორიცხავს

ალია ავტორი - ალია
13:57 12-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენები განაახლოს, ასევე, განიხილება მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან TASS-თან ისაუბრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღება, თუ “ორ ქვეყანას შორის შესაბამისი წინაპირობები ჩამოყალიბდება”.

“რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას, თუ ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება – და თბილისში არსებული ვითარება ცნობილია – ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას”, – თქვა მან.

გონჩარმა ასევე თქვა, რომ “ძირითადად შემომავალი ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის შთამბეჭდავი შემოსავლების წყალობით”  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლისთვის ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აუკრძალა. ფრენა აეკრძალათ კომერციულ ავიაკომპანიებსაც.

შესაბამისი დოკუმენტი სახელწოდებით “რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ამავე წლის 8 ივლისს გამოიცა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვის მიზანი იყო ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved