„კრემლის ტირანია სწორედ კიევთან ომში დასამარდება!“ – თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება:
„როდესაც ადამიანები იღუპებიან, საავადმყოფოები იბომბება, ქალაქებში ნგრევაა და მუდმივად ისმის ამათუიმ მნიშვნელოვანი ობიექტის დაცემა-აღების ამბავი რთულია ერთი თვით ან თუნდაც ერთი კვირით წინ გაიხედო, ჩვენ ყველას შედეგები გვინდა ეხლა, ამ წუთს. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ვალია რაციონალური აზროვნების მოხმობა, მობილიზება და პირველი, მძაფრი ემოციის დათრგუნვა იმისათვის რომ დავინახოთ რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და ძალიან დიდ ფასს გადაიხდის.
დღეს ეს რთულად ჩანს მაგრამ გარდაუვალია!
კრემლის ტირანია სწორედ კიევთან ომში დასამარდება!“ – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.














კომენტარები