• რეკლამა
  • კონტაქტი
02:34, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსებს ეფერებით, ბატონო ანზორ, არ გინდათ მათ მიმართ ცუდი სიტყვა დაძრათ და ქართველ მეომრებს ცილს სწამებთ, აუგად იხსენიებთ?!

ალია ავტორი - ალია
00:35 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

ირინე გოგოსაშვილი

ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ექიმი ანზორ მელია, რომელიც თენგიზ კიტოვანის პირადი ექიმი იყო, დღეს ზუგდიდელებთან შეხვედრის დროს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს და ამბობს, რომ აფხაზეთში ომი არა რუსეთის, არამედ საქართველოს ბრალია და რომ ,,ჩვენ შევიჭერით აფხაზეთში!“

ბატონ ანზორ მელიას ეტყობა არც გაუგია, იმის შესახებ რომ ომი, ომამდე დაიწყო აფხაზეთის ხელისუფლებამ და რომ სოხუმი ჩრდილოკავკასიელთა კონფედერაციის დედაქალაქად სწორედ ომამდე გამოცხადდა სოხუმის სტადიონზე!!

ანზორ მელიამ ეტყობა არც ის იცის, რომ აფხაზეთში აფხაზი მებრძოლები ყველაზე მცირერიცხოვანი რაზმებით იყვნენ წარმოდგენილი და მათ გვერდით სწორედ რუსები, ჩეჩნები, სომხები, ადიღეელები, კაზაკები და ათასი ჯურის გადამთიელი გვედავებოდა ქართულ მიწას!

ქართველი საჯიშე ბიჭების სასაფლაოდ აქცია მომხდურმა იქაურობა, მაგრამ მიუხედავად ამისა 1 წელი, 1 თვე და 16 დღე მაინც კბილებით იცავდნენ ქართველები თავის სამშობლოს, განსხვავებით მისი სათაყვანებელი მხედართმთავრისგან , რომელმაც 3 დღეში გადაულოცა რუსებს ,,ქვების გროვა“ ტერიტორიები და მიტოვებული ჯარისკაცების ცხედრები დააწვევინა მტერს!!!!

როდესაც მხედრიონზე ელაპარაკებოდა ზუგდიდელებს, ეტყობა დაავიწყდა, რომ 800 მხედრიონელი შეეწირა სამშობლოს ერთიანობას აფხაზეთში!

ალბათ არც ის გაუგია(რასაკვირველია, არც აინტერესებდა), ოჩამჩირეში წარმართული ბრძოლებისას მძიმედ დაჭრილი მხედრიონელი ჯამბულ გერლიანი ნაკუწებად აქციეს და მდუღარეში ჩააგდეს იმის გამო, რომ საქართველოს არ შეაგინა, რასაც დაჟინებით ითხოვდნენ პირსისხლიანები. აჩეხილი ბიჭის ბოლო სიტყვები “საქართველოს გაუმარჯოს” იყო. ალბათ არც ის გაუგია, ირაკლი ამირეჯიბი ანუარხოში ადგილობრივი მოქალაქეების გადარჩენას რომ შეეწირა. ან საშა იოსელიანი სოხუმში პირღიმილიანი შეეგება რუსებისგან ნასროლ ტყვიას წინახაზზე. ბატონ მელიას წარმოდგენა არა აქვს არც იმაზე, სოხუმში ჩამბას ქუჩაზე ამირან ნარსავიძე, გოგა ჭყონიას მიერ ბრძოლის კადრების გადაღებისას, ისე გადავიდა მარადისობაში, “ვაი დედაო” არ ამოუკვნესია. ნუკრი ცისკაძე, მეცნიერი ბიჭი, როგორ დაგლიჯა რუსების მიერ ნასროლმა ბოლომდე მიცლილმა მჭიდმა გაგრაში დაღუპული კურსანტების გამოყვანისას; როგორ მშვიდად გადავიდა უფლის საუფლოში 21 წლის მიშა ბურძგლა…

როგორ გადაეფარა ხელყუმბარას ავთო იოსელიანი და მისი ნაფლეთები როგორ გამოვიტანეთ პლედით. სწორედ გადაკეტილი ზუგდიდის გამო საბრძოლო მასალის გარეშე დარჩენილი, სოხუმში ალყაში მოქცეულები როგორ ველოდებოდით მაშველს და ბიჭები უეჭველ სიკვდილზე გამოფრინდნენ სოხუმში და რუსების მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში, ბაბუშერას აეროპორტში როგორ ჩაიწვნენ ერთმანეთზე მიდუღებულები. მათგან უმეტესობა მხედრიონელი იყო.

რუსებს ეფერებით, ბატონო ანზორ, არ გინდათ მათ მიმართ ცუდი სიტყვა დაძრათ და ქართველ მეომრებს ცილს სწამებთ, აუგად იხსენიებთ?! თქვენ დაღუპულებს შეურაცხყოფას ვერ მიაყენებთ, ვერც თქვენ და ვერც თქვენნაირები, რადგან ისინი უფალთან არიან. რაც შეეხება ცოცხლად დარჩენილ, სხეულ და სულდაჩეხილ ბიჭებს, გაგიკვირდებათ, მათ ტკივილს ვერ მიაყენებთ, რადგან მათ არც სულში და არც სხეულში ტკივილის ადგილი აღარ დარჩათ.

დარჩელს ახსენებთ, სადაც 2 ბიჭი ცოცხლად დაწვეს და მათ გმინვაზე თქვენნაირები სიამოვნებას განიცდიდნენ… ვერც ერთ მხედრიონელს ვერ დაუმტკიცდა დარჩელში სახლების გადაწვა, თუმცა შევარდნაძის სასამართლომ მათ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. იმედია კითხვა არ დაგვიწყებიათ და მოიძიეთ მაშინდელი პრესა, როცა ყველა გაზეთი სასამართლოს დარბაზიდანვე წერდა, რომ ალბათ ყველა პატიმარს გაანთავისუფლებენ, რადგან მათ დარჩელი არ უდასტურდება დარჩელელ დაზარალებულებზე და მოწმეებზე დაყრდნობითო.

ასე, რომ ანზორ მელია, ტყუილად ირჯებით. თქვენ უკმიეთ გუნდრუკი რუსეთს, მეომრები ისევ მზად არიან სამშობლოს დასაცავად!

ხო, მართლა, კასრები არ დაგავიწყდეთ და თქვენი მოკავშირე სადისტების მიერ გადაღებული კასეტები, რომელზედაც აღბეჭდილია კაცების და ვაჟკაცების ქვეყანაში როგორ მორალურად სპობდნენ კაცებს, როცა მათთან მამათმავლებს ართობდნენ. თქვენი საყვარელი ოკუპანტი რუსების მიერ 2008- ში დახოცილი მეომრებიც არ დაგავიწყდეთ და სხვათა შორის, ისე, ცნობისათვის, მხედრიონელების რაზმი 2008 წლის აგვისტოშიც იბრძოდნენ და მსხვერპლიც ქონდათ მათ.

და ბოლოს ბატონო ანზორ! კარგი ექიმობა კარგ ადამიანობას არ ნიშნავს. ამის კლასიკური მაგალითი თქვენ ხართ, ზუგდიდის მერობის კანდიდატო.

თეგები: ანზორ მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved