უკრაინის დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში აფეთქებები იყო.
ქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა.
ინფორმაცია თავდასხმის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა.
“კიევში ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე გრუშევსკის ძეგლთან დაეცა. მაშველები მუშაობენ.” – წერს შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო თავის Telegram-ზე.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივანმა სვეტლანა ვოდოლაგამ განაცხადა, რომ კიევში სხვადასხვა ადგილას რამდენიმე დარტყმის შედეგად არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. ინფორმაცია ზუსტდება.














კომენტარები