• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსების შემოსვლაზე რატომ ღელავ ასე და მაგალითად, არაბებზე – არაო ?“ – ბექა ყორშია

ალია ავტორი - ალია
18:17 07-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28,789

ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს:

„ქუჩაში მკითხა ამას წინათ ერთმა – რუსების შემოსვლაზე რატომ ღელავ ასე და მაგალითად, არაბებზე – არაო ? ეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მკითხა, როგორც დავასკვენი. პასუხი იქვე გავეცი, მაგრამ აქაც დავწერ უფრო ვრცლად.
პირველი და უმარტივესი – რუსი ბოლო სამი საუკუნეა, გვიპყრობს, არაბი ოკუპანტები კი ბოლოს დავით აღმაშენებელმა გადევნა თბილისიდან 1122 წელს.
ის, რომ არაბები დღემდე დამპყრობლები არიან, არის საბჭოთა ისტორიოგრაფიის, ლიტერატურის, კინოს მიერ შექმნილი კონსტრუქტი, რომლის მიზანიც იყო ისრების ღრმა წარსულისკენ მიმართვა და ამ გზით რუსული და შემდგომ საბჭოთა ოკუპაციის შეფარვა. “მტრები არიან მუსლიმები, რუსები კი – ჩვენი ძმები”. რამდენი ფილმი გინახავთ საბჭოთა ოკუპაციაზე, ან ცარისტული რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობაზე ? არცერთი. ცუდი არაბი დამპყრობლები კი მაგ პერიოდის თითქმის ყველა ისტორიულ ფილმში ჩანან.
კი ბატონო, არაბები ნამდვილად იყვნენ დამყრობლები, მაგრამ ეს დასრულდა დავით აღმაშენებლის დროს, როცა მან თბილისი საბოლოოდ გაათავისუფლა ჯაფარიანთა დინასტიისგან.
ახლა რაც შეეხება რუსებს. მიუხედავად დღემდე არსებული რუსული ოკუპაციისა, ისინი აქ არც ენობრივ, არც რელიგიურ და არც კულტურულ ბარიერს არ აწყდებიან. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერც ოკუპაციის პრობლემას იაზრებს და რაც არ უნდა მტკივნეულად და ამასთან – საშინლად ვულგარულად ჟღერდეს, რასობრივადაც მათთვის თეთრკანიანი და ცისფერთვალება რუსები ბევრად მისაღები არიან, ვიდრე ვთქვათ, არაბები, ინდოელები და ა.შ
ასევე სამწუხაროდ, საზოგადოების ეს პრორუსული და ამასთან – არაბების მიმართ რასისტულად განწყობილი ნაწილი ვერ იაზრებს, რომ თავად რუსული რასიზმის მსხვერპლია.
რუსი ტურისტი, ან მიგრანტი მოვა თქვენს მარანში, დალევს ღვინოს, გავა და იტყვის: “ამ შავტრაკა ხალხს ღვინის დაყენება მართლა კარგად გამოსდის…”
ამიტომ, მტრის და მოყვრის გარჩევა უნდა შეგვეძლოს. ამის გარეშე სულ ვიქნებით იქ, სადაც ვართ, ანუ ჩეჩმაში.“
თეგები: ბექა ყორშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved