• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ოთხშაბათი, 7 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რწმენით თამაში შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს

ალია ავტორი - ალია
13:45 03-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა ეხმაურება სინოდის 20 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ეკლესიებში არც მსახურება ჩერდება და არც ზიარების წესი იცვლება.

„გვიხარია, გადავრჩითო. ჩვენმა ჯანდაცვის უწყებების პრევენციულმა ზომებმა სხვა ევროპული ქვეყნებისას აჯობაო, ესეც გავიგეთ. ისიც გავიგეთ, რომ სახელმწიფოს მადლობები ერთ გვერდიან ტექსტში 2-3-ჯერ უნდა გადავუხადოთ. მაგრამ, როგორც გვჩვევია ხოლმე, საფრთხის შეფასება ბოლომდე გვიჭირს და მოცემულობით ვართ კმაყოფილნი…

ჩინეთის, იტალიის, ესპანეთის მაგალიეთები, აგერ გერმანიაც. 1 კვირის წინ 200 ინფიცირებული არ ჩაითვალა დიდი საფრთხედ და დღეს 20,000-ს გადააჭარბა. მსოფლიოში ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ადამიანი კვდება ამ ვირუსით. მართალია, სხვა სენით დაავადებულნი და ასაკავნები, მაგრამ ვიღაცის დედები და მამები, ბებიები და ბაბუები, უბრალოდ ადამიანები.

უკვე საქართველოშიც გვაფრთხილებენ, რომ ინფიცირებულთა ზრდა გარდაუვალია(!). ჩვენი გაუფრთხილებლობა, უყურადღებობა, უპასუხისმგებლობა, სიფრთხილის არქონდა და ვითომ რწმენით „თამაში“ და „ბრძოლა“ შესაძლოა (გარდაუვალიც კი) ადამიანების სიცოცხლის დასრულებით დამთავრდეს. მაინცდამაინც ჩვენი ახლობლები და საყვარელი ადამიანები უნდა გარდაიცვალონ, რომ შესაბამისი და ადეკვატური ზომები იქნეს მიღებული?!

თან რა, გეგონება ვინმე რწმენას ებრძოდეს, ან ქრისტეს და ქრისტიანობას, ან ვინმე ბღალავდეს მის სახელს… არა, ეს გამოწვევა, ქრისტიანებისთვის განსაცდელი, შესაძლოა, სამაგალიტოც იყოს, თუ როგორ უნდა გავერთიანდეთ ლოცვით… და რომელ ტაძრებში, იმ ქვისა და ბეტონისაში? სადაა ჩვენი სულიერი ტაძარი? ნუთუ არ შეიძლება სახლიდან, უდაბნოდან, მარტოობაში, სიცარიელეში განვადიდოთ უფალი და შევავედროთ მას ჩვენი კაცობრიობის ხსნა?!

ნუთუ ქრისტე მოგვთხოვს იმას, რომ ამით ჩვენი თანამოქალაქენი, თვით მისი მსგავსნნი ადამიანნი დავიცავით საშინელი სენისგან (ვისუსისგან) და მისი მომაკვდინებელი თვისებისგან? ნუთუ სიცოცხლე არად ფასობს? ქრისტემ, რომელმაც ჩვენთვის თავი გაწირა, გაწირა არამხოლოდ ხვალინდელი დღისთვის (მოეცა ჩვენთვის სიცოცხლის ხსნა), არამდედ დღეს და ახლა, ჩვენთვის აქ, ამქვეყნად. თან გვითხრა: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ (მათე 25,40).

და რას ვუკეთებთ ჩვენს დებსა და ძმებს ჩვენი უპასუხისმგებლობით? ვწირავთ მათ სიკვდილისთვის (?). ყოველი ჩვენი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო ქმედებით ვხდებით მონაწილენი უფრო დიდი კატასტროფისა — ძმათა სიკვდილისა.

დარჩით სახლში, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დარჩით სახლში საკუთარ თავთან მარტო, ამ წმინდა დიდ მარხვაში, ესაა უდაბნო — მარტოობაში სულის ზრდა — და ამით გაუკეთეთ სიკეთე საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

დარჩით სახლში, არა შიშის გამო, არამეს სიყვარულისთვის, მოყვასის სიყვარულისთვის. დარჩით სახლში, არა სიზარმაცისა და უსაქმურობისთვის, არამედ სიფრთხილით სამყაროზე ზრუნვისათვის“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved