• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რთული იყო ეს გზა, სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
15:33 03-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
973

ნიკა მელიამ პოლიტიკური გაერთიანება “ახალის” პრეზენტაციაზე განაცხადა:

“დღეს ჩვენ ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ შედგა ერთობა, შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც პირველ რიგში, გვაერთიანებს მომავალი და მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება. სიახლე არის ჩვენი მიზანი, ახლის მოპოვებაა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება…

რთული იყო ეს გზა, სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ერთი გუნდი გარდა მეგობრებისა, ვყოფილიყავით ერთი სარჩევნო  ელექტორალური სუბიექტი, თუ არა და რითი ვიხელმძღვანელეთ? პირველ რიგში – ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით. შემთხვევით არ ვსაუბრობთ ბევრს მომავალზე. მომავალი არის ის, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს….

ეს ერთობა დარწმუნებული ვარ, მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეიტანს ყველა ოჯახში, ყველა ქალაქში და ყველა დაბაში. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს მომავალს და შესაბამისად, მომავალი არის ჩვენს ხელთ. საკუთარი ბედის მჭედლები ვართ ჩვენ.

მე წარმოვადგენ ათობით ათას თანამებრძოლს. იმ თანამებრძოლებს, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ რომ მნიშვნელოვანი არის მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად, არა ფული, არამედ პირველ რიგში ღირსება და სიმართლე. რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ  გამოსავალი სწორი ღირებულები ერთობაშია გამოსავალი.

მე დარწმუნებული ვარ, დაკვეთას, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, ამ დაკვეთას ჩვენ ვპასუხობთ დღეს.

ცოტა ხანში გვექნება სადამფუძნებლო პარტიული ყრილობა და იქ გამოჩნდეს  კიდევ უფრო მკაფიოდ, თუ რამენი ადამიანია მზად იბრძოლოს სიმართლითა და ღირსებით. ჩვენს ბრძოლას, ჩვენს გამარჯვების რწმენას აქვს კონკრეტული სახელი დღეიდან – “ახალი”. ჩვენ გზას წინ მომავლისკენ აქვს კონკრეტული სიმბოლო – ნომერი 4. და მე დარწმუნებული ვარ , რომ ნომერ 4-ს შემოხაზავს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, განსხვავებული საქართველოს მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა წინა არჩევნებზე ხელისუფლებასაც კი აძლევდნენ ხმას.” განაცხადა ნიკა მელიამ გაერთიანების პრეზენტაციაზე.

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved