• რეკლამა
  • კონტაქტი
22:52, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როცა ვნახე როგორ ჩაეხუტა გვარამია ამ ადამიანებს, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა – გიორგი გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
19:55 12-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ექსპრეზიდენტ­ ზვიად გამსახუ­რდიას­ უმცროსი ვაჟი გიორგი­ გამსახურდია,­ რომელიც ამჟა­მად პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

“როდესაც ვნახე, როგორ ჩაეხუტა ნიკა გვარამია “ნაციონალების” საპარლამენტო სიის პირველ ნომრებს, დევი ჭანკოტაძესა და ბუბა კიკაბიძეს, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. კაცი, რომელიც დღედაღამ ყვიროდა, ჩემი მშობლები ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ და ამით ვამაყობო, იმ ხალხს შესციცინებდა თვალებში, ვინც სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და უდანაშაულოთა სისხლის ღვრაში მიიღო მონაწილეობა. დევი ჭანკოტაძე რუსთაველის პროსპექტიდან ესროდა მამაჩემს ზარბაზანს. “ნაცმოძრაობას” სადეპუტატო სიაში მკვლელობის არქიტექტორები ჰყავს, თანაც ისე, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს მონანიების განცდა. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც გიორგი რურუას მერაბ კოსტავას ადარებს, რუპორად კი ქალბატონი ირინა სარიშვილი ჰყავს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას მოითხოვდა, ძალაუფლების მოპოვებისას კვლავ სისხლის ღვრას დაატრიალებს. ამიტომ მე ამ ძალის მომხრე ვერასოდეს­ ვიქნები.

ვერ ვიქნები მათი მომხრე, ვინც ბედავს და რევოლუციაზე ლაპარაკობს. ვინმეს როგორ უნდა მოუვიდეს ეს თავში იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა?! თუმცა ვფიქრობ, ჩვენი მძიმე გამოცდილების შემდეგ რევოლუცია ვერ მოხდება. თავადაც ხომ ხედავენ, რომ მხარდამჭერებს კარგავენ! ოპოზიციის მიტინგის შემხედვარე ამას წინათ ვეუბნებოდი ჩემს მეგობარს, ამათ რა რევოლუცია უნდა მოაწყონ, მიტინგებზე იმდენ ხალხსაც ვერ აგროვებენ, ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში ჩემს პანაშვიდზე რომ მოვიდოდა-მეთქი.

ის კი ძალიან ცუდად მენიშნა, რომ ელჩების ლანძღვა-გინებას მიჰყვეს ხელი. ჩემთვის ეს რუსული სცენარია, ამიტომ ისევ იმ ხალხის იმედი მაქვს, ვინც ოპოზიციაში მეგობრად მეგულება და ამ ტენდენციის გაღრმავებას ხელს არ შეუწყობს.

თეგები: გიორგი გამსახურდიანიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved