ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს სადღესასწაულო წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
ილია მეორემ პატრიარქობის ადრეული წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ადრე ტაძარში 5-6 ადამიანი დადიოდა და ბევრი რამე არ იცოდნენ.
“თქვენ გახსოვთ, როცა მე მაკურთხეს პატრიარქად, 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში და მე ვფიქრობდი რა გვეშველება მეთქი. ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვისაა საჭირო. მე ადრე მოვდიოდი და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს. და ხალხს უკვირდა, მერე დაინტერესდნენ და გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ აგვიშენა ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამებამ განამტკიცა ქართველი ხალხი.” – განაცხადა პატრიარქმა.
კომენტარები