• რეკლამა
  • კონტაქტი
15:09, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როცა აქ იჭერენ, გალში დედამისს ადგება ე.წ ‘აფხაზური მილიცია’ და ურჩევს დაელაპარაკოს შვილს, რომ შეეშვას თბილისში პოლიტიკურ აქტივობას“ – რას იხსენებს ზურა ჯაფარიძე გელა ხასაიაზე?

ალია ავტორი - ალია
16:43 10-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გელა ხასაიას შესახებ წერილს აქვეყნებს:

„გელა ხასაია როცა გავიცანი აფხაზეთზე წერდა/ლაპარაკობდა, უსამართლობას აპროტესტებდა და ცდილობდა ყველას დახმარებოდა, ვინც კი რაიმეს სთხოვდა.

მერე, როცა შედარებით უკეთ გავიცანი, მივხვდი, რომ ეს სამი ‘’საქმე’’ იყო რისთვისაც დილით იღვიძებდა და ლოგინიდან დგებოდა.
გალიდან არის და ღრმა ბავშვობიდან ვერ ეგუებოდა გადაწერილ ისტორიას, რომელსაც იქ ასწავლიდნენ.
ცოტა რომ წამოიზარდა, იმდენი ირბინა ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთჯვრიანი დროშით, სანამ რუსების მხრიდან დასაჭერად არ გაუხდა საქმე და აქეთ გადმოვიდა.
ბევრმა არ იცის, რომ ცოტახანი ევროპაში ცხოვრობდა.
ცოტახანი იმიტომ, რომ ვერ ძლებს ვერსად ამ ქვეყნის მიღმა.
აქედან ბევრი მიდის და ცოტა ბრუნდება. ბოლო წლებში განსაკუთრებით. ის დაბრუნდა და ცხოვრობს ‘’კპზ’’-დან ‘’კპზ’’-მდე.
ამაზე თითქმის არასდროს ლაპარაკობს – ყოველ ჯერზე, როცა აქ იჭერენ, გალში დედამისს ადგება ე.წ ‘აფხაზური მილიცია’ და ურჩევს დაელაპარაკოს შვილს, რომ შეეშვას თბილისში პოლიტიკურ აქტივობას.
ამიტომ არასდროს დასჭირვებია დამატებითი მტკიცებულება, რომ “ქართული სირცხვილი” სინამდვილეში რუსული მმართველობაა.
დედა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთადერთი, რასაც სულ განიცდის და რაზეც სულ ფიქრობს.
დედა, რომელსაც ძალიან იშვიათად ნახულობს, რადგან ვეღარ გადადის გალში. ხშირად ელაპარაკება ტელეფონით.
ოკუპაციის ხაზის აქეთ მხარეს არ გააჩნია არაფერი, ერთი ფისოს გარდა.
საერთოდ არაფერი.
როდესაც წლების წინ მისმა ოჯახმა რაღაც თანხას მოუყარა თავი, რომ მისი მომავლისთვის რამეში დაებანდებინათ, ადგა და სოხუმში იყიდა პატარა ბინა.
კი, ერთადერთი რაც აქვს, არის პატარა ბინა სოხუმში და რწმენა, რომ იქ ოდესმე აუცილებლად დაბრუნდება.
ჩვენ შეთანხმება გვაქვს, რომ როგორც კი აფხაზეთში დავბრუნდებით, იმ ბინაში უნდა დავთვრეთ.
ახლა, ალბათ, წევს საკანში და ნერვიულობს, რომ ვიღაცას რაღაცაში დახმარებას დაჰპირდა და ვერ შეუსრულებს.
ეს არის გელა ხასაია.
50, მაქსიმუმ 60 კგ წონის ჯიუტი მეგრელი, რომელსაც რუსულ ტრადიციულ, თავხედურ, ცინიკურ სტილში რეჟიმი ყოველ ჯერზე იმას აბრალებს, რაც უბრალოდ შეუძლებელია.
რამდენჯერმე გაასამართლეს სპეცრაზმის კორდონის გარღვევის მცდელობისთვის და ახლაც ვიღაცისთვის ხელის მოტეხვას ტენიან, რომ 4-6 წლით გაუშვან ციხეში.
მხოლოდ მონას შეუძლია სჯეროდეს, რომ ასეთ უსამართლობას ხანგრძილი სიცოცხლე უწერია.
ბოლოშა!
2.10.2025“
თეგები: გელა ხასაიაზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved