• რეკლამა
  • კონტაქტი
11:14, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როსტომ მაგრაქველიძე – არაფერია იმაზე დიდი მოტივაცია, ემსახურო საკუთარ ხალხს და იზრუნო მშობლიურ მხარეზე

ალია ავტორი - ალია
15:37 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

,,განვლილი 4 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა გადავლახეთ, ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მკვეთრად გაუმჯობესდა ვითარება. დღეს გვაქვს უკეთესი ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სერვისები, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები. პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე პროექტები არ შეგვიჩერებია’’ – განაცხადა  ,,ქართული ოცნების’’ ასპინძის მერობის კანდიდატმა როსტომ მაგრაქველიძემ წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს.

,,გასულ წელს, სოფლებში სასმელი წყლის და ახალი გაზსადენის მშენებლობის მასშტაბური პროექტი დავიწყეთ, რომელიც 2024 წლის ბოლომდე  დასრულდება. ტურიზმის განვითარების მიზნით მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას, ასევე, ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი მუნიციპალიტეტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.  მერწმუნეთ, კარგად ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელოთ არსებული კურსი, განვახორციელოთ ის გეგმები, რომლებიც ასპინძას უფრო კომფორტულ, ინფრასტრუქტურულად გამართულ და ეკონომიკურად ძლიერ მუნიციპალიტეტად აქცევს. მერია გააგრძელებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობას.  ჩვენთვის  პრიორიტეტი იქნება  ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება. ჩემთვის საქმის კეთების მთავარი მოტივაცია ის დიდი თანადგომაა, რასაც თქვენგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. რომ არა თქვენი მხარდაჭერა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების უმეტესობის დაძლევა შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, „ქართული ოცნებას’’ ნდობისა და შესაძლებლობისთვის, მეორედ გავხდე  სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომისა და მეგობრობის ქალაქის მერი. აქ დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრება ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში ვსაქმიანობ და არაფერია იმაზე დიდი მოტივაცია, ემსახურო საკუთარ ხალხს და იზრუნო მშობლიურ მხარეზე.

მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები:   დავით ფართლაძე, ემინ ბანოიანი, გენადი დიასამიძე, გოჩა ყრუაშვილი, ზურაბ მელიქიძე, ოლეგ ზაზაძე, მაია ბუცხრიკიძე, ჯემალ იაკობაძე, ბესიკ მაგრაქველიძე, ივანე ივანიძე’’ – განაცხადა როსტომ მაგრაქველიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved