• რეკლამა
  • კონტაქტი
23:40, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საშობაო მესა ჩაატარა

ალია ავტორი - ალია
12:00 12-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. პანდემიის გამო ქვეყნების უმრავლესობაში საშობაო ღონისძიებები განსხვავებულად ტარდება. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მესა ჩაატარა, რომელსაც წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ 100-მდე ადამიანი დაესწრო.

როგორც „როიტერი“ წერს, ღვთისმსახურება ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე დაიწყო, რათა ტაძარში მყოფ პირებს სახლებში დაბრუნება კომენდანტის საათის დაწყებამდე მოესწროთ. ტაძარში მყოფ ყველა პირს, თავად პონტიფიკოსისა და მგალობელთა გუნდის წევრების გარდა, პირბადე ეკეთა.

საშობაო მიმართვისას რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ მათ უსამართლო დამოკიდებულებაზე მათივე ძმებისა და დების მიმართ. გზავნილში პაპმა ფრანცისკემ, ტრადიციულად, მოიხსენია სხვადასხვა ქვეყანა. მათ შორის, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს, ლიბანსა და სამხრეთ სუდანს ეწვიოს.

რაც შეეხება რომის პაპის ტრადიციულ მიმართვას „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“ (Urbi et Orbi), პონტიფიკოსი მას, წმინდა პეტრეს მოედანზე გამავალი აივნის ნაცვლად, ვატიკანის შიდა დარბაზიდან პარასკევს წაიკითხავს.

შობის დადგომა რამდენიმე საათით ადრე იზეიმეს ბეთლემში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საზეიმო ლიტურგია მცირერიცხოვანი მრევლის თანდასწრებით ჩატარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved