• რეკლამა
  • კონტაქტი
14:37, ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომეო მიქაუტაძემ უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით მადრიდში 600 000 ევროდ ბინა შეიძინა” – სუს-ი დეტალებს ასაჯაროებს

ალია ავტორი - ალია
15:04 06-21-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
306

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე და­ა­კა­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე სუს-ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, „სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე რ.მ.“.
“სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე რ. მ.

2017 წლის 3 ოქ­ტომ­ბრი­დან 2024 წლის 9 თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში რ. მ.-ს სხვა­დას­ხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, მათ შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, ეკა­ვა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია, რომ რ. მ. თა­ნამ­დე­ბობ­რივ გავ­ლე­ნას, სა­ნაც­ნო­ბო წრე­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით უკა­ნო­ნოდ იყე­ნებ­და ენერ­გე­ტი­კულ სფე­რო­ში სხვა­დას­ხვა პი­რის­თვის არა­მარ­თლზო­მი­ე­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­სა­ნი­ჭებ­ლად. ამ პი­რე­ბის­თვის უკა­ნო­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ კი ის მათ­გან ენერ­გო­კომ­პა­ნი­ებ­ში (ჰე­სებ­ში) სა­წარ­მოს წი­ლებს იღებ­და, რო­მელ­თა რე­ა­ლუ­რი მე­სა­კუთ­რე თვი­თონ იყო, ხოლო წი­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად თა­ვი­სი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებ­ზე ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად რ. მ.-მ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.
ასევე დაგაინტერესებთ

11:09 / 21-06-2025
დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე – რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

ამას­თა­ნა­ვე, რ. მ. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, თა­ვის­თვის ან სხვის­თვის გა­მორ­ჩე­ნის ან უპი­რა­ტე­სო­ბის მი­სა­ღე­ბად, სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად ბო­რო­ტად იყე­ნებ­და, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია; კერ­ძოდ, პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით იგი უკა­ნო­ნოდ სარ­გებ­ლობ­და თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბით ან/და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბით და სხვა­დას­ხვა პირს სა­ხელ­მწი­ფო ან კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აფორ­მებ­და (ის ამას ზოგ­ჯერ ფიქ­ტი­უ­რა­დაც ახორ­ცი­ე­ლებ­და), რის შე­დე­გა­დაც იგი მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელ­სა და ქო­ნებ­რივ სი­კე­თეს იღებ­და.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად რ. მ.-ს ოჯა­ხის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მისი გან­წე­სე­ბის შემ­დეგ მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რით გა­ი­ზარ­და. არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ იგი დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო, არა­დეკ­ლა­რი­ლე­ბულ შე­მო­სა­ვალს იღებ­და, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში, მათ შო­რის, ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში, არ ასა­ხუ­ლა. უკა­ნო­ნო ან/და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის და­ფარ­ვის მიზ­ნით რ. მ. მათი ნამ­დვი­ლი ბუ­ნე­ბის, წარ­მო­შო­ბის წყა­როს, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, გან­თავ­სე­ბის, მოძ­რა­ო­ბის, მათ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა უფ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვა­სა და შე­ნიღბვას ახორ­ცი­ე­ლებ­და ქო­ნე­ბის სხვა, ცრუ­მა­გი­ერ პი­რებ­ზე გა­ფორ­მე­ბის, ნაღ­დი ფუ­ლის თა­ვი­სი და მისი ოჯა­ხის წევ­რის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი პი­რის მეშ­ვე­ო­ბით შე­ტა­ნის/ჩა­რი­ცხვის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფიქ­ტი­უ­რი შე­ძე­ნის ან რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდის ან შემ­ცი­რე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის გზით.

მა­გა­ლი­თად, გა­მოვ­ლე­ნი­ლია ეს­პა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ მად­რიდ­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლით 600 000 ევ­როდ შე­ძე­ნის ფაქ­ტი. ამ თან­ხის უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის და­მალ­ვი­სა და შე­ნიღბვის მიზ­ნით რ. მ.-მ თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე 600 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნას­ყი­დო­ბის ფიქ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა, რი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მა სცა­და.
ამას­თა­ნა­ვე, მან, მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო ან/და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ქო­ნე­ბის წარ­მო­შო­ბის წყა­როს და­მალ­ვი­სა და შე­ნიღბვის მიზ­ნით, მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე 2 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი მისი და თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებ­ზე გა­ა­ფორ­მა.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე რო­გორც ვლინ­დე­ბა, რ. მ.-მ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი­თა და მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რის უკა­ნო­ნო/და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში კი­დევ უფრო და­ზუს­ტდე­ბა რო­გორც რ. მ.-ს მიერ შე­მო­სავ­ლე­ბის უკა­ნო­ნო გზე­ბით მი­ღე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ისე ამ შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ეპი­ზო­დე­ბი.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტი­თა და 332-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს 9-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას“,- გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.

ცნო­ბის­თვის, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2021 წლი­დან იკა­ვებ­და, პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე კი 2022 წლის 30 დე­კემ­ბრი­დან გახ­და. ის ამ პოსტს 2024 წლის 11 თე­ბერ­ვლამ­დე იკა­ვებ­და.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი

14:22 06-23-2025
როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved