• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, კვირა, 1 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში თუ დაეხმარება, მათაც უნდა დაუწესდეთ სანქციები – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
10:31 05-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
446

რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში თუ დაეხმარება, მათაც უნდა დაუწესდეთ სანქციები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„უახლოეს მომავალში ველოდებით გადაწყვეტილებას რუსეთის ნავთობის შეზღუდვის შესახებ. დაჟინებით მოვითხოვთ, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების სამართლიანი ნაწილი ასევე უნდა მოიცავდეს ე.წ. ნავთობის ნარევების გაყიდვით შეზღუდვების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის ბლოკირებას. თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, სანქციები მათაც უნდა დაუწესდეთ. რუსული სამხედრო ტერორისტული მანქანის ნებისმიერი სპონსორობა უნდა შეწყდეს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აღმოსავლეთში ჯარის შევსებას განაგრძობს და ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. მან რუს ჯარისკაცებს მიმართა და მათ რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენისკენ მოუწოდა.

„თითოეულ რუს ჯარისკაცს ჯერ კიდევ შეუძლია, გადარჩეს. მათ შეუძლიათ, იცოცხლონ რუსეთში, ვიდრე დაიღუპონ ჩვენს მიწაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე უკვე დაიღუპა 23 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 100-ზე მეტი ტანკი, 200-მდე თვითმფრინავი და 2 500-მდე ჯავშანტრანსპორტი. მისი განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ დარჩა სამხედრო ტექნიკა და რაკეტები, თუმცა იმდენად დასუსტდა, რომ იძულებულია აღლუმზე სამხედრო ტექნიკის შემცირებული რაოდენობის გამოყვანა დაგეგმოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved