• რეკლამა
  • კონტაქტი
23:11, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელია მსოფლიოში ხუთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, რომლებიც ამ სტატუსს Covid- პანდემიის პირობებშიც ინარჩუნებენ?

ალია ავტორი - ალია
12:20 10-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

თანამედროვე ისტორიაში ურბანული ცხოვრება არცერთ მოვლენას ისე არ შეუცვლია, როგორც -Covid-19-ის პანდემიამ. მეგაპოლისებს მოუწიათ, ეძებონ გზები, რათა ქალაქური სივრცე უსაფრთხო გარემოდ აქციონ. BBC-მ წარმოადგინა ხუთი ქალაქი, რომლებმაც ეს სხვებზე უკეთ მოახერხეს. 

რა ხდება?

ოფისების დახურვამ, ნიღბების სავალდებულო ტარების წესმა,  რესტორნებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და სხვა ბევრმა ფაქტორმა მთელ მსოფლიოში სრულიად ახალი ურბანული ლანდშაფტი შექმნა. უფრო მეტიც, ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, ეს მდგომარეობა ალბათ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ქალაქებში კაცობრიობის 57%-ი ანუ თითქმის ოთხი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

თუმცა ეს მაჩვენებელი შედარებით ახალია. დიდ ბრიტანეთში ქალაქის მოსახლეობა სოფლის მცხოვრებლებს რაოდენობრივად პირველად მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში გაუტოლდა. 1918-1919 წლებში, ესპანური გრიპის პანდემიის დროს,  ქალაქელები მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 14%-ს შეადგენდნენ. ამჟამინდელი პანდემია კი ურბანულ ეპოქაში ამ მასშტაბის პირველი კატასტროფაა. სწორედ ახალი კორონავირუსის მასობრივმა გავრცელებამ აიძულა საქალაქო მმართველობის წარმომადგენლები უფრო ფხიზლად ყოფილიყვნენ როგორც ჯანდაცვის, ასევე, საერთო უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

ამ მიმართულებით პანდემიის ზეგავლენის შესასწავლად, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ის საგამოძიებო დეპარტამენტმა „უსაფრთხო ქალაქების ინდექსი- 2021“ მოამზადა. როგორც წესი, აღნიშნული ჟურნალის ექსპერტები, 2015 წლიდან მოყოლებული, ასეთ ანგარიშს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ადგენენ. ისინი მსოფლიოს 60 ქალაქს 76 კრიტერიუმის მიხედვით აფასებენ. მათ შორის არის ინფრასტრუქტურა, ციფრული ცხოვრება, პირადი უსაფრთხოება, გარემო პირობები და მოქალაქეთა ჯანმრთელობა. 2021 წელს ინდექსი პირველად მოიცავდა კორონავირუსის პროფილაქტიკისა და Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

BBC-ის კორესპონდენტები ამ ჩამონათვალში საუკეთესოდ აღიარებული მეგაპოლისების მცხოვრებლებს გაესაუბრნენ. ჟურნალისტებს სურდათ, უშუალოდ მოქალაქეებისგან გაეგოთ, თუ როგორ დაეხმარა პანდემიის შესაბამისად მიღებული ადეკვატური ზომები მათ ქალაქებს უფრო უსაფრთხო და სწრაფად ადაპტირებადები გამხდარიყვნენ. 

კოპენჰაგენი

დანიის დედაქალაქმა 100-ბალიანი სისტემიდან 82,4 ქულა მიიღო და Economist-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ამით მან ჩაანაცვლა ტოკიო, რომელიც მუდმივად წამყვან პოზიციებს იკავებდა. ამის მთავარი მიზეზი არის გარემო პირობების კარგი მდგომარეობა – განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება, სუფთა ჰაერი, ნარჩენების უსაფრთხო მართვა, გამწვანების მაღალი მაჩვენებელი. თავის მხრივ, ამ ფაქტორმა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაზეც დადებითად იმოქმედა. როგორც ცნობილია, ბოლო შეზღუდვები კოპენჰაგენში 2021 წლის სექტემბერში მოიხსნა. 

“პარკები, მოედნები და სანაპირო ზოლები პანდემიის დროს ძალიან პოპულარული იყო. ქალაქელები სეირნობდნენ, პიკნიკებს აწყობდნენ და სუფთა ჰაერით ტკბებოდნენ”, – ამბობს არაკომერციული ორგანიზაცია Copenhagen Capacity-ის ხელმძღვანელი, ასბიორნ ოვერგაარდი. ამავდროულად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მიაწოდა „კორონავირუსის სახელმძღვანელო“, ყველგან სოციალური დისტანციის მკაფიო ნიშნები დააყენა და მოაწყო კორონავირუსზე უფასო მასობრივი ტესტირება  როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე ვიზიტორებისთვის. ამასთანავე, გამუდმებით მოწმდებოდა ჩამდინარე წყლებში ვირუსის შემადგენლობა, რაც დაავადების კერების სწრაფი იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდა. 

კოპენჰაგენელთა უმრავლესობას, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მოსახლეობას, აქვს თვისება, რომელსაც დანიურად samfundssind („ერთსულოვნება“, „გუნდური სული“) ჰქვია. ეს არის კოლექტივიზმი, ერთმანეთისა და ხელისუფლებისადმი ნდობა, შეთანხმებულად და პასუხისმგებლობით მოქმედების უნარი. ერთად და პასუხისმგებლობით. ამასთანავე, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ დანიას მთელ მსოფლიოში კორუფციის ერთ -ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. 

ტორონტო

ინფრასტრუქტურისა და გარემო პირობებისადმი მინიჭებული მაღალი ქულების გამო, კანადის უდიდესი ქალაქი რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა. აქ არსებული ეთნიკური და კულტურული თემები ერთმანეთთან კარგად ურთიერთობენ, ადამიანები გამოირჩევიან შემწყნარებლობით, სოლიდარობითა და სოციალური პასუხისმგებლობით, რაც განსაკუთრებით ვაქცინაციისადმი დამოკიდებულებით გამოიხატება. 

ტორონტოს მკვიდრის, ფარიდა ტალაატის თქმით, ქალაქის მთავრობამ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის სპეციალური პროგრამები შეიმუშავა. კერძოდ, გეგმა სახელწოდებით Homebound Sprint Vaccination-ი ეხმარება მათ, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლიდან ვერ გადის, Black Scientists’ Task Force on Vaccine Equity -ი კი- არათეთრკანიან მოქალაქეებს. საერთო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ტორონტოს ძლიერი მხარეა აქ არსებული ტოლერანტული და მულტიკულტურული გარემო. 

“აქ სრულიად ნორმალურია, თუ ვიღაც კანადაში არ არის დაბადებული”, – ამბობს ფილიპე ვერნაზა, რომელიც ტორონტოში 1998 წლიდან ცხოვრობს. “ეთნოკულტურული თემები საკუთარ ნიშაში არ იკეტებიან. აქ ნებისმიერი კოლექტივი განსხვავებული ნაციონალობის, სექსუალური ორიენტაციისა და რწმენის მქონე ადამიანებისგან  შედგება. ტორონტოში ყველას შეუძლია იყოს ის, ვინც რეალურად არის და თავი დაცულად იგრძნოს“,- აცხადებს ვერნაზა.

სინგაპური

ციფრული სერვისებით უზრუნველყოფის, ჯანდაცვის სისტემისა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მიხედვით, სინგაპური მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. პანდემიის პირველივე დღეებიდან ხელისუფლებამ ამ უპირატესობით ისარგებლა და ციფრული კონტროლის სისტემა დანერგა. სინგაპურს შეუძლია მთელ მსოფლიოში აცრილთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით (80%) იამაყოს. მიუხედავად ამისა, ციფრული კონტროლი მაინც ძალაში რჩება, რადგან კორონავირუსის ახალი შტამების საფრთხე ჯერ კიდევ აქტუალურია. 

„ნებისმიერ საჯარო შენობაში შესვლამდე ყველამ უნდა დაასკანეროს Trace Together-ის ჟეტონი ან მობილური აპლიკაცია Safe Entry გამოიყენოს“, – ამბობს თრეველ-ბლოგერი, სემ ლი. ”ეს საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, ოპერატიულად ადევნოს თვალყური ადამიანებს, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ და ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყვიტოს”, – ამბობს ის. აქ ჩასული ყველა ვიზიტორი ასევე ვალდებულია, აღნიშნული ჟეტონი ან ამ აპლიკაციის მქონე ტელეფონი იყიდოს.

სიდნეი

ავსტრალია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საზღვრები სრულად ჩაკეტა და მკაცრი კარანტინი დააწესა. ამან ნაყოფი გამოიღო – Covid-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქ 100 ათას მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელ მსოფლიოში. ახალ სამხრეთ უელსის შტატში, რომლის დედაქალაქია სიდნეი, მოსახლეობის დაახლოებით 70%-ი აცრილია. შესაბამისად, ბევრი შეზღუდვა აქ მალე მოიხსნება, გარე საზღვრების გახსნა კი ნოემბერში იგეგმება. სიდნეიში ადამიანები კარგად არიან დაცული არა მხოლოდ პანდემიისგან, არამედ კრიმინალისგანაც.

„არასდროს მიგრძვნია თავი ისე დაცულად, როგორც – სიდნეიში“, – ამბობს ავსტრალიური სამოგზაურო ვებგვერდ Passport Down Under-ის დამფუძნებელი, ქლოე სკორჯი. ის სიდნეიში საცხოვრებლად 2018 წელს გადავიდა. საერთო რეიტინგში ეს ქალაქი მეოთხე ადგილზეა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაში მოწინავეა. ეს მოიცავს პერსონალური მონაცემების დაცვას, კიბერთავდასხმების პრევენციას, ინტერნეტში შევიწროებისა თუ მუქარის წინააღმდეგ ბრძოლას და „ჭკვიანი ქალაქის“ ჩარჩო-სტრატეგიას. ეს უკანასკნელი გულისხმობს პაწაწინა სენსორების დაყენებას ნაგვის ურნებში, ქუჩის განათებებსა და პარკის სკამებში, რათა დადგინდეს, რამდენად ხშირად გამოიყენება ისინი და ურბანული მომსახურებები უკეთ დაიგეგმოს. 

ტოკიო

წელს იაპონიის დედაქალაქმა პირველიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა გარკვეულ სფეროებში ლიდერი პოზიცია შეინარჩუნა. ეს არის ჯანდაცვა. კერძოდ, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, Covid-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობა, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შედეგების მაჩვენებელი. ოლიმპიური თამაშების დროს Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ ძველ დონეს მალევე დაუბრუნდა. იაპონიაში აცრილი მოქალაქეების რაოდენობამ 60%-ს მიაღწია. 

ამ პოზიტიური დინამიკის ფონზე, იაპონიის მთავრობამ სექტემბრის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საგანგებო მდგომარეობა გააუქმა და საკარანტინო ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება გამოაცხადა. ამის პარალელურად, ხელისუფლება ცდილობს სამედიცინო დაწესებულებებში შესვლისა და სოციალურ ღონისძიებებზე დასწრების დროს Covid-პასპორტების სისტემა გაააქტიუროს. მეორე მხრივ კი, იაპონიის მთავრობა ცდილობს, ვაქცინაციით ბიზნესის დაინტერესება და ამ საკითხთან დაკავშირებით მოტივაცია გაზარდოს.

რა ხდება სხვა ქალაქებში?

Economist-ის რეიტინგის პირველ ათეულში ასევე წარმოდგენილია ამსტერდამი, უელინგტონი, ჰონგ-კონგი, მელბურნი და სტოკჰოლმი. აშშ-ს ყველაზე დიდ ქალაქებს შორის ყველაზე უსაფრთხოდ მიჩნეულია ნიუ-იორკი (მე-11 ადგილი), ჩინეთში – შანხაი (30-ე ადგილი), ლათინურ ამერიკაში – სანტიაგო (33-ე ადგილი), აფრიკაში – იოჰანესბურგი (47-ე ადგილი). აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ლონდონი მე-15 ადგილზეა. სიის ბოლოშია პაკისტანის ყარაჩი და იაგონი (ბირმა).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved