• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი?ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება“ – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:49 12-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
452

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს, რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ან უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი? ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები და გარკვეული ვითომ ძალიან დიდი ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან წავიდნენ და იომონ არა კიევში, „სელფებს“ რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს, თუ როგორ ცდილობენ ტრაგედიაზე გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა, ხალხმა ძალიან კარგად იცის, ხალხი ბრძენია და ყველა კარგად ხედავს, მაგრამ ვინაიდან ყველა ასეთ მცდელობაზე, ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამიტომ ყოველთვის შევახსენებ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა. და მათ არაფერი ესაქმებათ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, ან მის დაცვასთან საერთოდ. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი განცხადებებით გამოდიოდნენ ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდესო, საქართველოში, თბილისში, გამოდიოდნენ და ასეთი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ? თქვენ ახლა ვინმეს გგონიათ რომ ამ ადამიანებს უხარიათ დღეს ჩვენთან მშვიდობა რომ არის და ეს სტაბილურობა და ეს კეთილდღეობა? გასაგებია, ჩვენ ყველას ძალიან არ მოგვწონს და ვართ უკიდურესად შეშფოთებულები რაც ხდება უკრაინაში მაგის გამო, მაგრამ შეხედეთ, ნატო-ს წევრი ქვეყნები, სახელმწიფოები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას სჭირდება ძალიან დიდი გააზრება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ამიტომ ჩვენს მაგივრად ისინი ნუ გაირჯებიან. მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველ დღე დილით და საღამოს ჩვენს ხალხს, საზოგადოებას, იმისთვის, რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა,“- აღნიშნა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved