• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელ რიცხვამდე დაჯარიმებულ პირებს ჩამოეწერებათ კოვიდ-ჯარიმები?

ალია ავტორი - ალია
10:29 07-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

2021 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტების განხილვები, რომელიც კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო მოქალაქეებისთვის ჯარიმების ჩამოწერას გულისხმობდა, 20 აგვისტომდე გაგრძელდა. თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვის შეეხება ამნისტია და რომელ თარიღამდე დაჯარიმებული პირები ისარგებლებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვერც “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ კანონპროექტში ვკითხულობთ, რომელიც ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

როგორც IDFI-ის მთავარი იურისტი, გიორგი დავითური ამბობს, ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ჯარიმების ჩამოწერის შესახებ კანონპროექტში კონკრეტული თარიღი არ არის მითითებული, კითხვებს აჩენს, რადგან სანამ კანონი ძალაში არ შევა, ყველა ბიზნესსუბიექტი ან ფიზიკური პირი, რომელიც დაჯარიმდება, საბოლოოდ ჯარიმა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ჩამოეწერება. შესაბამისად, კანონის ამოქმედება რაც უფრო დროში გადაიწევს, უფრო მეტი ჯარიმის ჩამოწერა მოგვიწევს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამოწერაზე, საერთოდ არ არის გათვალისწინებული სამინისტიო ვადა, უფრო სწორედ კანონპროექტის მიხედვით ეს არის კანონის ამოქმედებიდან. ეს კანონი კი ჯერ ისევ კანონპროექტია. ყველა ადმინისტრაციული სახდელი იმის მიხედვით გაუქმდება, როცა ამ კანონის პროექტს მიიღებენ და ის იქცევა კანონად. დღევანდელი შეზღუდვების დარღვევების უმეტესობა იურიდიული პირებისკენ მიემართება, ამიტომ ამ ეკონომიკურმა სუბიექტებმა რაც არ უნდა დაარღვიონ, თუ კანონპროექტი ამ ფორმით იქნება მიღებული, ყველა ეს დარღვევა გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან”, – აცხადებს გიორგი დავითური.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. ამ მიმართულებით პარლამენტში 23 ივნისს ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა, საიდანაც ერთი ადმინისტრაციული სახდელებისგან, ხოლო მეორე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ მომზადებულ კანონპროექტში წერია, რომ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ გათვალისწინებული დანაშაული 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა.

წყარო: bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved