• რეკლამა
  • კონტაქტი
15:28, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორც სექტის მეთაურს, მას ყველაფერს პატიობენ მისი მიმდევრები, მრავალცოლიანობასაც კი“ – სოსო მანჯავიძე სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
20:55 10-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა მოკლედ ვიტყვი, რა განსხვავებაა ე.წ. ნაცებსა და ქოცებს შორის.

ნაცების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თავს ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლად მიიჩნევს, ის ხან დავით აღმაშენებელს ადარებს თავს, ხან კიდევ ზვიად გამსახურდიას.

როგორც სექტის მეთაურს, მას ყველაფერს პატიობენ მისი მიმდევრები, მრავალცოლიანობასაც კი.

საქმე ისაა, რომ ისინიც სააკაშვილში სწორედ მის სრულ ანტიპოდს- დავით აღმაშენებელს ხედავენ.

როგორც სექტებისთვის არის დამახასიათებელი, მიმდევრები მეთაურს ყველაფერს პატიობენ, მრავალცოლიანობასაც კი.

სექტანტების დამახინჯებული აღქმა წინააღმდეგობობაში მოდის სინამდვილესთან და, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ, იწყება სასტიკი ანგარიშსწორება მათთან, ვინც ამ დამახინჯებას არ ეთანხმება.

ე.წ. ქოცები არაა ტოტალიტარული სექტა, ეს ჩვეულებრივი პოსტ-საბჭოთა და ზოგადად, მესამე ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მმართველობაა.

არც ყველაზე ცუდი და არც ყველაზე კარგი.

მისი ფაქტიური მეთაური თავს არც დავით აღმაშენებელს ადარებს და არც სხვა ვინმეს,

ჯერ-ჯერობით არც მრავალცოლიანობა დაუბრალებია მისთვის ვინმეს.

ნაცების პოლიტიკურ ველზე ყოფნა სრულიად დაუშვებელია, ვინაიდან ტოტალიტარული სექტის არსებობა გამორიცხავს არათუ პოლიტიკურ პროცესს, არამედ ნორმალურობას, როგორც ასეთს.

რაზე უნდა ელაპარაკო ადამიანებს, ვინც მიშაში აღმაშენებელს ხედავს, ხოლო პეტრე ცაავაში-გიორგი ჭყონდიდელს?

სახეზეა მძიმე ფსიქიური აშლილობა, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

ამას მათი გამომეტყველება, ლექსიკა, აგრესიულობა ნათლად ადასტურებს.

ე.წ. ქოცებმა თავის დროზე აირჩიეს სტრატეგია, (გარედანაც მიუთითეს) შეენარჩუნებინათ ნაცები, როგორც აშკარად გამოკვეთილი ბოროტება იმ იმედით, რომ ამით გადაფარავდნენ მესამე ქვეყნებისათვის დამახასიათებელ კორუფციასა და კლანურობას.

თავიდან ამ სტრატეგიას ჰქონდა ეფექტი, მაგრამ ნამეტანი გაერთნენ და ზედმეტი მოუვიდათ, რადგან არ გაითვალისწინეს, რომ სექტანტობა მკურნალობას არ ექვემდებარება -ის უნდა აღკვეთო, თორემ შენც სექტად ჩამოყალიბდები, რისი აშკარა ტენდენციაც სახეზე გვაქვს. აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებასთან ჯერ კიდევ {სექტად მუტაციამდე)_შესაძლებელია პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლა და ოპონირება, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია ტოტალიტარულ სექტად დიდი ხნის წინ გარდაქმნილ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში.“

თეგები: სოსო მანჯავიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved