კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობისას და ახლა უკვე მერობისას, განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, მათ შორის თაღლით მაქაცარიასთან ერთად. ეს და პლუს ივანიშვილის ბიტკოინები არის მიზეზი ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი გაძვირების,-ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას.
როგორც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, როგორც კი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდება, დენი ისევ გაიაფდება.
„შევარდნაძის დროს დენი არ იყო იმიტომ, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრები, რუსეთის ჩუბაისთან ერთად ყიდდნენ ენგურჰესის დენს მარცხნივ, თურქეთში.
ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ანატოლი ჩუბაისი შემხვდა და შემომთავაზა იმავე სქემის გაგრძელება. ნუ, ჩემი პასუხი გასაგებია, რის შემდეგაც ჩუბაისმა საჯაროდ მიწოდა “რუსოჰობი”, სამაგიეროდ, საქართველოში დენი მოვიდა.
კალაძემ კი, ენერგეტიკის მინისტრობისას და ახლა უკვე მერობისას, განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, მათ შორის თაღლით მაქაცარიასთან ერთად.
ეს და პლუს ივანიშვილის ბიტკოინები არის მიზეზი ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი გაძვირების. როგორც კი ესენი ჩაიხსნებიან, დენი ისევ გაიაფდება. მადლობა ყურადღებისთვის“,- ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
ცნობისთვის, დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება.














კომენტარები