• რეკლამა
  • კონტაქტი
22:31, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ჩამოვალ – სააკაშვილის შეთავაზება “ოცნების” ხელისუფლებას

ალია ავტორი - ალია
13:54 02-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, დათანხმდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას მკურნალობის მიზნით მის კიევში გადაყვანასთან დაკავშირებით.

“მინდა გავაკეთო მიმართვა საქართველოს ხელმძღვანელობაზე, რომელსაც არ მეგონა, რომ გავაკეთებდი. თქვენ იცით, რომ ციხეში გადატანილი ტრავმების შედეგად, მე განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა, ამას ყოველდღიურად უყურებდა, მართლა მეცოდება ციხის ექიმები, რომლებიც იძულებულნი არიან, რთულ პირობებში ეს სიმპტომები დაასტაბილურონ, რადგან სულ უფრო მძიმდება. ეს არის ის, რაც თავიდანვე თქვა კონსილიუმის ბევრმა ნევროლოგმა, რომ ასე მოხდებოდა.

მე მოგმართავთ, დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ გამოტანილი განაჩენები დროებით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უკრაინის ნაციონალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი, ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის გვერდით და იქ დღესაც მუშაობს. მათთან მაქვს კონტაქტი ყოველდღიურად.

როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, ამის შემდეგ გაძლევთ ჩემს პატიოსან სიტყვას, რომ ჩამოვალ. ასევე მინდა გითხრათ, თუ გადაწყვეტთ ამ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც მე უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში. თქვენ იცით, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, თუ ცოცხალი დავრჩი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება.

ჩემ ტრანსფერს თუ დათანხმდებით, ამას განახორციელებს დიდი ევროპული ქვეყანა, რომლისგანაც შემოთავაზება თქვენ გაქვთ და იცით, რომ არაერთგზის ყოფილა ეს შემოთავაზება. თუ თქვენ დათანხმდებით ამ წინადადებას, მე მოვუწოდებ ყველა მომხრეს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ და ავიღებ ვალდებულებას ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის დროს, არ ჩავერიო ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით. თუ ჩამომიყვანთ, ეს პირობა უკვე აღარ შესრულდება.

კარგად ვაცნობიერებ, რომ კიევში ჩასვლა ახლა ძალიან სარისკოა. იმიტომ რომ ოპერაციულ ჯგუფებს აქვთ სახელები და გვარები, ვისი განადგურება უნდათ და იქ ერთ-ერთი პირველი ადგილი მიკავია. ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, დათანხმდნენ ჩემს წინადადებას და თავის მხრივ, მე მზად ვარ, დავივიწყო ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა, რაც მე გადავიტანე ციხეში და ბევრი სხვა რამ. წვრილმანად ჩანს ეს ყველაფერი იმის ფონზე, რაც დღეს ხდება. მე მაქვს თქვენი საღი აზრის და რაციონალურობის იმედი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved