• რეკლამა
  • კონტაქტი
21:45, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო, რომ ჩავიდე და რუსეთში ვიცეკვო?! – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ალია ავტორი - ალია
20:35 01-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი, სცემეს ჩვენმა მეზობლებმა, უსამართლოდ შეურაცხყოფა მიაყენეს და დამიჩაგრეს. ბევრნი იყვნენ, ძალა ჰქონდათ და მოერივნენ. შურისძიების წყურვილს და ბოროტების ბოროტებით გადახდის სურვილს არც შემოვუშვებ გულში. ვლოცულობ მათთვისაც. მაგრამ, გუშინ იმავე ხალხმა, იმ ბოროტების ჩამდენმა მეზობლებმა, თავისი ბოროტების გასამართლებლად, უსირცხვილოდ შემომითვალეს: საახალწლო სუფრა გვაქვს და ვიცით, კარგი თამადობა, სიმღერა და მოლხენა იცი, დაივიწყე რაც მოხდა, მოდი, გვესტუმრე და მოილხინეო. გეკითხებით, როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო ახლა მე, რომ ჩემი ნაცემი ჩემი ძმა სახლში მიწევს და მათ სუფრასთან წამოვჯდე და მოვილხინო?!

ჩემი პაპა, ჩემი სისხლი და ხორცი, საზღვრისპირა საქართველოს სოფელში ცხოვრობს თავის ძველისძველ, მამა-პაპისეულ ეზო კარში. ერთ დღესაც, სახლში რომ მიბრუნდა მავთულხლართის იქით დახვდა საკუთარი სახლ-კარი. რუსმა სამხედროებმა უთხრეს: დღეიდან ეს შენი ქვეყანა აღარ არის, ჩვენია, იმიტომ რომ ძალა აღმართსაც ხნავს და ასე გვინდაო. ახალ წელს მივედით შვილიშვილები ეკლიან მავთულთან და ჩემს თვალცრემლიან პაპას, წართმეულ მიწაზე, მივულოცეთ შობა-ახალი წელი. არ ვიღებ ხელში თოფს და არ ვესვრი, არ მინდა ბრმა სიძულვილმა დამიპყროს. შემომითვალეს იმ სამხედროების ქვეყნიდან: შენი ცეკვა და სიმღერა ძალიან მოგვწონს, მიაფურთხე მაგ შენს პაპს, ჩამოდი, გვიცეკვე და კარგ სარგებელსაც ნახავო. ახლა კვლავ გეკითხებით, როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო მე, რომ დავივიწყო ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი გამზრდელი პაპა, ჩავიდე და იქ ვიცეკვო?!

ჩემი და, ჩემი სიხლი და ხორცი, ოჩამჩირეში ცხოვრობდა, საკუთარი მშობლების ხელით, რუდუნებით აშენებულ სახლში. ერთ დღეს გამოყარეს იქიდან. იმიტომ, რომ ძალა აღმართს ხნავს. 27 წელია ენატრება მისი ბავშვობის სახლი, ღამ-ღამობით ესიზმრება და იმ სახლის ოთახების სუნი ელანდება და ახსოვს. მე კი ყოველდღე ვხედავ ჩემი დის ბოლომდე გაუხარელ, სევდიან თვალებს. გეკითხებით, როგორ უნდა ჩაკვდეს ჩემი სინდისი ისე, რომ დავივიწყო ჩემი და, მისი ტკივილი, წავიდე და მის გამომყრელებს ვემსახურო.

არც ის ნაცემი კაცი ყოფილა ჩემი სისხლით ძმა, არც ის პაპა და არც ის და. მაგრამ, ვთვლი, რომ ჩემი ძმაა არჩილ ტატუნაშვილი, ჩემი პაპაა მავთულს იქით დარჩენილი, მტირალი მოხუცი და ჩემი დაა ენგურის ხიდთან მდგარი, სევდიანი ქალი. ასეა თუ გვინდა, რომ ერი გვერქვას და პატივი გვცენ.

ჩვენ ვართ ხალხი, მაგრამ, ჩანს, რომ ჯერ ვერ შევდექით როგორც ქართველი ერი. როცა ნებისმიერი შენი ქვეყნის მოქალაქის ტკივილს, შენი საკუთარი სისხლის და ხორცის – ძმის, დის თუ პაპის ტკივილად ჩათვლი, მხოლოდ მაშინ შეგიძლია თქვა, რომ შენ ხარ შემდგარი ერის შვილი”

თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved