• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორი ნაძირალა უნდა იყო, რომ მის დაღუპვაზე მუშაობისას საავადმყოფოს რენტგენის აპარატის გაუმართაობის საკითხი განიხილო და მაშინვე ფონიჭალა გაგახსენდეს“ – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
22:06 07-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

„კავკასიური სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე:

„კიდევ კარგი დღეს ქართული ვიკიპედიის დედაქალაქს – სურამის მეორე საჯარო სკოლას ვსტუმრობდი.

მხოლოდ ცოდნის ასეთ პატარა კერებში დატრიალებულ სიკეთესა და სინათლეს შეუძლია იმ ტოქსიკური გარემოს შემსუბუქება, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.

ერთ პატარა ოთახში ისტორიის ისეთი კაბინეტი აქვს ჯაბა ლაბაძეს მოწყობილი, რომ მტერს თვალს დაუბნელებს. იქაურობა სურამის ციხეზე მოგროვილი არტეფაქტებით, ოჯახებიდან მოტანილი საბჭოთა დოკუმენტებით, დიდი ისტორიული ბრძოლების აღმნიშვნელი მუყაოს ფიგურებით, ნაირ-ნაირი დროშებითა და რუკებით არის მორთული. ყველა ნივთს ეტყობა, რომ დიდი შრომის შედეგად აღმოჩნდნენ ამ კაბინეტში.

იქვე ვნახე უძველესი ეპოქების ქრონოლოგიურ სვეტად გადაკეთებული უბრალო იატაკის ჯოხი, რომლის ძირსაც დინოზავრები ამაგრებენ და შემდეგ, ძელის აყოლებაზე ყველა ხანის აღმნიშვნელი ბარათია მიმაგრებული, ვიდრე სახელმწიფოების დაარსებამდე…

სკოლა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობისაა, ამიტომ კაბინეტის კარი ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ინტერაქტიულ დაფად არის გადაკეთებული.

რაც მთავარია აქ მოსწავლეები სწავლობენ, ვიკიპედიის სტატიებს წერენ, არედაქტირებენ და ხანდახან გზააბნეული ხალხის ლექციებსაც უსმენენ.

უკან დაბრუნებული, ცხადია, კვლავ ლექსო ლაშქარავაზე ვფიქრობ.

როგორი ნაძირალა და არაადამიანი, ყველაფრის მკადრებელი უნდა იყო, რომ მის დაღუპვაზე მუშაობისას უპირველესად საავადმყოფოს რენტგენის აპარატის გაუმართაობის საკითხი განიხილო და მაშინვე ფონიჭალა გაგახსენდეს.

ადამიანი ქალაქის ცენტრში ათობით გავეშებულმა სუბიექტმა ჩაქოლა. სახელმწიფომ კი მისი დაცვა ვერ შეძლო.“

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved