31 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით 12, ღამით 1 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +12 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +15 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. დღისით +5 ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით 17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.














კომენტარები