• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უტიფრად ცრუობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ალია ავტორი - ალია
17:03 07-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

ივნისის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეხვედრამდე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „მხარეები ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების  უფლებების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ. მოსკოვისთვის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საკითხებზე მომუშავე ეფექტური სააგენტოა. უმაღლესი კომისრის სამუშაო ვიზიტი რუსეთში სააგენტოსთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაა.“ 

თუმცა, 200’000-ზე მეტი ადამიანი საქართველოში და 1,5 მილიონზე მეტი უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირი საკუთარ ქვეყანაში სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო იქცა. კრემლი მრავალი წელია არცერთი მიმართულებით არ თანამშრომლობს გაეროს სააგენტოსთან ან ზოგადად ორგანიზაციასთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მხოლოდ მორიგი სიცრუეა მოსკოვიდან. 

გავიხსენოთ 24 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ. რეზოლუცია ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას, სიცოცხლის უფლების დარღვევას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას შეეხება. რეზოლუციის ტექსტში ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული უმძიმესი მდგომარეობაა ხაზგასმული. გაერო რუსეთის მიერ ადგილზე ეფექტური კონტროლის განხორციელებაზეც საუბრობს და გადაადგილების შეზღუდვის თუ უკანონო დაკავებების კონტექსტში კრემლის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

 „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადამიანების გატაცება, მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა და იძულებით გადაადგილებული პირების სახლების განადგურება შემაშფოთებელია“ – საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლებით სარგებლობას, რადგან იქ რუსი ოკუპანტები დგანან. საბჭომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის „დაუყოვნებლივ და შეუჩერებლად“ დაშვებისკენ მოუწოდა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 ივნისს უშუალოდ იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუცია მიიღო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ თავიანთ სახლებში ღისეულად დაბრუნების უფლება აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს რეზოლუციას ასამბლეა თოთხმეტი წელია უწყვეტად იღებს, თუმცა რუსეთი არც ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და არც დევნილთა უფლებებს იცავს.

გაეროს სხვადასხვა სააგენტოების რეზოლუციები კარგად გვიჩვენებს თუ როგორ უტიფრად ცრუობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როდესაც გაეროსთან თანამშრომლობაზე საუბრობს. მოსკოვისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხოლოდ მისთვის არასასარგებლო გადაწყვეტილებების დაბლოკვის საშუალებაა, რადგან რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს. პუტინი საერთაშორისო ნორმებსა და გაეროს ძირითად პრინციპებს პატივს არ სცემს. მილიონობით ადამიანი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით სახლიდან რუსმა სამხედროებმა გამოაგდეს, მათ საცხოვრებელი რაიმე ბუნებრივი კატასტროფის გამო კი არ დაუკარგავთ. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად კი, ქვეყენაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალებს შეიძლება ნებისმიერ დროს მოეწონოთ ახალი სახლი. რუსეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ კრემლს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობა სურს. სინამდვილეში, მოსკოვი ყოველდღიურად ფეხქვეშ თელავს გაეროს ძირითად პრინციპებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

გურამ მარტიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved