• რეკლამა
  • კონტაქტი
05:36, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ დისკომფორტი, თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევა გვექნება…“ – მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
11:10 06-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“, მიმდინარე კვიირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ისაუბრა.

„ეს ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა, ოღონდ, ერთი დღის გამოკლებით. ეს ერთი დღე არის ხვალ. ხვალ სავსემთვარეობაა, ანუ მზე და მთვარე უპირისპირდებიან ერთმანეთს, ტყუპები-მშილდოსნის ზოდიაქურ ღერძზე. როდესაც მზე და მთვარე არ მეგობრობენ და მათ შორის კონფლიქტია, დედამიწაზე დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგია მოდის. ეს პერიოდი მშვიდად, წყნარად გავიაროთ. ზოგს ენერგიის დიდი მოჭარბება ექნება და არ იცის, სად წაიღოს. ამ ენერგიამ შეიძლება აგრესიის, კონფლიქტის, ყვირილის, ბრაზის, საქმის გარჩევის ან საჭესთან ჯირითის სახით გამოხეთქოს. აუცილებელი არაა, რომ კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას, მაგრამ რადგან ტენდენცია არსებობს, სიფრთხილე გამოვავლინოთ. არაფერი სარისკო, განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ხვალ არ დავგეგმოთ. ხვალინდელი დღის გამოკლებით, მთლიანობაში, კვირა კარგია. შაბათ-კვირა ოდნავ გეომაგნიტური იქნება და ვისაც წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, შეიძლება, ეს დღეები ცოტა არ მოეწონოთ, მაგრამ მთლიანობაში, საქმიანი, ურთიერთობების კუთხით, ხვალინდელი დღის გამოკლებით, კვირა კარგია. ოთხი დღე – ხვალ, ხუთშაბათსა და შაბათ-კვირას გეომაგნიტურია და ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ წნევების მდგომარეობას. თუ დისკომფორტი, თავის ტკივილი, უგუნებობა, მაღალი ან დაბალი წნევა გვექნება, შესაბამისი წამლები, ყავა ან რაღაც ამდაგვარი, დამხმარე საშუალებები მივიღოთ, რათა ის წესრიგში მოვიყვანოთ. იმის გამო, რომ ხვალ სავსემთვარეობაა, კონფლიქტების, ტრავმულ-ავარიული ტენდენციების ალბათობა მაღალია, ეცადეთ, რომ ხვალ თმა არ შეიჭრათ, სისხლის გადასხმა არ შეიძლება, რადგან სავსემთვარეობაზე სისხლი ორმაგად სწრაფად მოძრაობს და შეიძლება, მერე დიდხანს ვერ გააჩერონ. მნიშვნელოვანია დღევანდელი დღეც – მერკური, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა დღეს ტყუპების ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაცია მოიმატებს, კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, გონებამახვილობა გაძლიერდება, ვისაც უცხო ენების ათვისება უნდა, საუკეთესო პერიოდია ამის დასაწყებად“, – აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

მისივე თქმით, ტყუპებს ნეგატივიც აქვთ, რის გამოც, „ტყუილების ტენდენცია, ზედაპირულობა, 10 საქმის ერთად დაწყების მცდელობა და სულსწრაფობა მოიმატებს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved