• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

ალია ავტორი - ალია
21:00 04-13-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

ბინის გაქირავება დღიურად, ერთ–ერთი ყველაზე მზარდი ბიზნესი გახდა. ზოგი თვლის, რომ მარტივი პროცესია, გადასცა გასაღები და მორჩა. ასეცაა, ბინის გაქირავება მარტივია, აი, ბინის კარგად გაქირავებაა რთული, კარგი გამოხმაურებები, მაღალი „ვარსკვლავები“ და კარგი შემოსავალი – ადვილად არ მიიღება. მეტიც, გასაღების გადაცემა ხელიდან ხელში, 21–ე საუკუნეში, უკვე არც თუ მთლად სანდო და კარგ ტონად ითვლება, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ გიამბობ. 

დღეს მოვყვები, რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ყველაზე ხშირად ბინის გაქირავებისას, ან რა უნდა გააკეთო, რომ მეტმა კლიენტმა დაგიწეროს კარგი გამოხმაურება და ბოლოს კი, როგორ და სად უნდა განათავსო განცხადება, რომ მარტივად გააქირავო ბინა დღიურად. 

პირველ რიგში, ვისაუბრებ შეცდომებზე.

4 შეცდომაა, რომელსაც მეტწილად ბაზარზე უშვებენ ხოლმე. 

  1. ფოტოები უნდა იყოს ნათელი, სასურველია, ბუნებრივი განათებით და ფართო კუთხით. ნახევრადჩაბნელებული ოთახები შეიძლება რეალურ სივრცეში მყუდრო ჩანს, მაგრამ ფოტოებზე, 10–დან 7–8 კლიენტს აფრთხობს. ფოტოებისთვის, დაივიწყე ხელოვნური ჭაღები და ფლეშ–განათება. გადაიღე ფოტოები დღისით, ოღონდ ისე, რომ მზე პირდაპირ არ ხვდებოდეს ფანჯარას. ბუნებრივი სინათლე სივრცეს უფრო სუფთას და მყუდროს აჩენს.
  2. არასწორი ფასი – შეისწავლე კონკურენტების ფასები და პირობები, შენივე უბანში, ცხადია, ფასი არ ცვალო ყოველ კვირას, მხოლოდ სადღესასწაულო და ვიქენდური ფასები დააწესე, რომელიც, ცხადია, კვირის სხვა დღეების ფასებისგან განსხვავებით, მეტი შეიძლება იყოს. 
  3. კომუნიკაცია – შენი აზრით, რა დროში უნდა უპასუხო კლიენტს? – თუ 2 საათის მანძილზე არ უპასუხებ, 10–დან 9 შემთხვევაში, ის უკვე სხვისი კლიენტია და არა შენი. სხვაგან დაჯავშნა უკვე. მესმის, რომ 24 საათი ფხიზლად ვერ იქნები და თუ მარტო ამუშავებ ბიზნესს, მორიგეობაც ვერ გექნება ტელეფონთან, მაგრამ ჩართე ავტომატური შეტყობინებები და გაამზადე შაბლონი პასუხის, რომელსაც გამოიყენებს გვერდი.
  4. წესები – თუ წესები არ გაქვს მკაფიოდ გაწერილი – ვერც პრეტენზია გექნება. აქირავებ სადღესასწაულოდ დიდ სახლს, აუზით, თანამედროვე აუდიო ტექნიკით და საცეკვაო მოედანით? – უნდა განსაზღვრო, რომელ საათამდე შეიძლება მუსიკის ჩართვა ხმამაღლა, ისიც შენი დასადგენია, გაქვს თუ არა მოწყობილი მწეველთა კუთხე და როგორ, სად, ან შეიძლება თუ არა, შინაური ცხოველების მიყვანა და ა.შ. 

ამ თემაზე მომუშავე ბლოგერების დიდი ნაწილი ამბობს, რომ კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც გაქირავებისას უშვებენ – ეს სისუფთავის არქონაა. მე კიდევ მგონია, რომ ეს არაა შეცდომა, ეს უპასუხისმგებლობაა. ყველა პუნქტი რომ შეასრულო, იდეალურ ბინას და სახლს რომ აქირავებდე, სისუფთავე თუ არ გაქვს დაცული  – ყველაფერს ფასი ეკარგება. 

რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ შეიძლება გაზარდო ბინის გაქირავება 50 პროცენტით:

როგორ გადაიღო ფოტოები ისე, რომ სწორედ შენი ბინის ქირაობა მოუნდეს?

დღის განათება რომ იდეალურია და მზე რომ ფანჯარას არ უნდა ადგეს პირდაპირ, ეგ უკვე იცი – გადაიღე ფოტოები ოთახის კუთხიდან და არა შუაგულიდან, ასე ოთახი უფრო დიდი ჩანს. არ გამოიყენო ეფექტები არასოდეს! – ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვრო და ქვემოთ მიხვდები რატომაც. 

გადაიღე გამოცდილება, იმიჯი, პატივისცემა საკუთარი ბიზნესისა და კლიენტებისადმი და არა ოთახი – მაგალითად, როგორ ახვედრებ მაგიდაზე ყავის ჭიქებს და ან ღვინოს, პატარა შოკოლადთან, ან სეზონურ ხილთან ერთად. გადაიღე როგორ ახვედრებ სუფთა პირსახოცებს, ან ჭურჭელს, აჩვენე, რომ ბინა იდეალურად სუფთა დახვდება. 

არ დაგავიწყდეს ხედი აივნიდან – აივანი ყველა ბინის, სახლის მთავარი კოზირია. 

თუმცა, მთავარი კოზირის, ანუ, ხედის ფოტო მაინც არასოდეს დადო განცხადებაში პირველ ფოტოდ, პირველ ფოტოდ დადე ბინის ყველაზე კარგად ამსახველი, ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო. 

სანამ გადაღებას დაიწყებ, გაწმინდე ყველა სარკე და მინის ზედაპირი, კამერა მასზე უმცირეს ლაქასაც კი ხედავს და დაახურე უნიტაზს თავსახური. 

აუცილებელი ნივთების სია, რომლებიც კლიენტს კომფორტულად აგრძნობინებს თავს

საძინებელში გვირჩევენ რომ თეთრი ფერის იყოს თეთრეული, ამბობენ, რომ სტუმარს ეს ნდობას უჩენს, რეალურად კი, თეთრი ადვილად ირეცხება მაღალ ტემპერატურაზე, არ ხუნდება, მისი მოვლა ბევრად მარტივია. ამიტომაც, სასტუმროები ხშირად სწორედ თეთრ ფერს იყენებენ. 

რა ფერიც გინდა, რა ფერიც მოუხდება ის გამოიყენე, მთავარია თეთრეული არ იყოს სინთეტიკის, იყოს ბუნებრივი მასალისგან დამზადებული და ხარისხიანი. 

ბალიშები გამოიყენე ორი სახის – როგორც რბილი, ასევე შედარებით მაგარი. მაგალითად, ორსაწოლიან ლოგინზე დატოვე 4 ბალიში, ორი რბილი და ორი შედარებით მაგარი. 

აუცილებლად გქონდეს პლედები. 

დენის წყარო უნდა იყოს საწოლთან, თუ საწოლთან არაა დენის წყარო, მაშინ, ან ახალი წყარო უნდა გაიყვანო, ან საწოლი უნდა გადაიტანო იქ, სადაც დენის წყაროა. 

პირსახოცების კომპლეტი ერთ ადამიანზე ორი, დიდი და პატარა. 

ხარისხიანი ფენი. 

არ იყიდო ერთჯერადი შამპუნები, არც მოსახერხებელია, არც ლამაზი, არც სამყოფი, არც ხარისხიანია დიდად, იყიდე დისპანსერები და მასში ჩაასხი ხარისხიანი შამპუნი, კონდიციონერი, შხაპის გელი, ხელის თხევადი საპონი და თითოეულს დააწერე, რა ასხია. 

არ დაგავიწყდეს დატოვო ტუალეტის ქაღალდი 2 რულონი მაინც და სამზარეულოში სალფეთქი. 

რაც შეეხება სამზარეულოს – სტუმარი ფეხს რომ შედგამს სახლში, ის იმწამსვე გასაქცევი არ უნდა იყოს მაღაზიაში – ყავა, ჩაი, შაქარი და მარილი უნდა დაახვედრო. ეს საბაზისო ამბავია. 

დატოვე ჭურჭლის სარეცხი ახალი ღრუბელი სამზარეულოში – ეს კლიენტს უჩენს განცდას, რომ იდეალურად სუფთა მასპინძელი ხარ. 

სამზარეულოში ასევე, აუცილებლად და თვალსაჩინო ადგილზე დატოვე ღვინის ბოთლის გასახსნელი. 

ოთახში იქონიე ერთი უნივერსალური ადაპტერი, მაგალითად, ტურისტისთვის, რომელსაც შეიძლება განსხვავებული დამტენი აქვს. კარადაში კი გქონდეს ტანსაცმლის რამდენიმე საკიდი, უთო და ქოლგა. 

შესასვლელში ერთჯერადი ჩუსტები რომ უნდა დატოვო, გეცოდინება, ხომ? ასევე, მცირე ზომის, პირველადი დახმარების აფთიაქი, თუნდაც, წყალბადის ზეჟანგი, ბინტი, ბამბა და გამაყუჩებელი იყოს მხოლოდ და ადგილობრივი რუკაც, თუ იცი, რომ სტუმარი ტურისტია. 

სუნი

ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი სუნი გგონია რომ უნდა იდგეს სახლში? – სისუფთავის. ოღონდ, არა ქლორის, და ან ძლიერი საწმენდი საშუალებების, ნაზი სუნი უნდა იდგეს, მაგალითად, კარგად გაანიავე სახლი და შემდეგ ლავანდის სპრეის გამოყენება შეიძლება. აბაზანას, სამზარეულოს ზედაპირებს, თეთრეულს, ყველაფერს უნდა ასდიოს სისუფთავის ნაზი სუნი. სტუმარმა უნდა იფიქროს, რომ დიახ, ის პირველია, ვინც ახლა ამ ნივთებს შეეხება. 

დაიმახსოვრე ერთი რამ – ადამიანებს სასტუმროში გაჩერება რადგან უყვართ, ესე იგი, რაღაც იქედანაც უნდა გამოვიღოთ, მივამსგავსოთ ოდნავ მაინც, რაღაც, რაც ბიუჯეტს არ გაგვიზრდის, მაგალითად – განათება. გინახავთ სასტუმროში კაშკაშა შუქი? გამოიყენე დაბალი განათება, თბილი, ყვითელი ნათებით. ეცადე დაიცვა სიმეტრია ნივთებს შორის, და არაფერი ჩანდეს ბინაში თუ სახლში ზედმეტად, არაფერი იყოს მიმობნეული. 

და ბოლოს, საწოლზე, ან მაგიდაზე დატოვე პატარა შოკოლადი და მისალმების ბარათი, სადაც ინტერნეტის პარილი იქნება დაწერილი თუნდაც. 

და მივედით ყველაზე რთულ ამბამდე:

როგორ უნდა მიიღო 5–ვარსკვლავიანი შეფასება და ან კარგი კომენტარი ყოველი სტუმრისგან?

დაიმახსოვრე – ყველა ცუდი შეფასება მოდის იმედგაცრუებისგან. ამიტომ გთხოვე ზემოთ, არასოდეს გამოგეყენებია ფოტოს გადაღებისას ეფექტები. არასოდეს მოატყუო, უთხარი სიმართლე. კლიენტი კმაყოფილი მაშინ, როცა დაპირებას ემთხვევა რეალობა, ან აჭარბებს კიდეც.

გამოიყენე პაწუა ხრიკები, მაგალითად, როგორიცაა ზრუნვის გამოჩენა, იქნება ეს ღვინის პატარა ბოთლი მაგიდაზე, თუ შოკოლადის თუნდაც ერთი კანფეტი მისალმების წერილთან ერთად საწოლზე, კომუნიკაცია გქონდეს სწრაფი და მეგობრული, 15 წუთზე მეტი ხნით მაინც რომ არ დაუგვიანო პასუხი ისე, გასაღების გადასაცემად არაა აუცილებელი შეხვედრა, ზოგი დაღლილია, ზოგს არ სურს ზედმეტი საუბარი, ზოგს არ უყვარს უცხო ადამიანებთან კონტაქტი – დაუტოვე გასაღები და გაუგზავნე მარტივი ინსტრუქცია ფოტოებით, როგორ იპოვნოს, როგორ გააღოს კარი. 

და ბოლოს, თუ ხვდები, რომ ყველა პუნქტს ვერ ითვალისწინებ, მაშინ ეს ფსიქოლოგიური ხრიკიც დაიხსომე – წასვლისას, მისწერე, რომ შენთვის მნიშვნელოვანია ეს სტუმრობაც და შენი ბიზნესიც, რომ მადლიერი ხარ, რომ აგარჩია და თუ რამე შენიშვნა აქვს, შესთავაზე მოგწეროს, ასე ნაკლები შანსია კომენტარში დაგიწეროს ცუდი შეფასება, პირადად მოგწერს. 

როგორ უნდა განათავსო განცხადება უკვე მოგიყევი, ახლა გეტყვი, სად უნდა განათავსო:

ეს გვერდი ახალი არაა, პროფესიონალ კადრებს სთავაზობს მუდმივად თუ მოქალაქეებს და თუ ბიზნესს, დაწყებულ ევაკუატორით, დამთავრებული გერმანულის მასწავლებლამდე, აქ რომ განცხადებებია, თუ რაოდენობით და თუ მრავალფეროვნებით და აქ რომ ხალხი ტრიალებს, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის და სქესის, იმდენი არსად, სწორედ იმიტომაც რომ არ არის ვიწრო თემატიკის. ბინების გაქირავება დღიურად – ახალი განყოფილებაა, ჯერ მხოლოდ 100–მდე განცხადებაა და უკვე თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ბაკურიანში, თუ სად აღარ გინდა. ამიტომ სწორედ ახლა საუკეთეს დრო შენი განცხადებაც აქ განათავსო. 

რაც შეეხება იმათ, ვინც ბინას ეძებს – შეუძლია მასალის ზედა ნაწილი უკუღმა შეატრიალოს და მიხვდება რა შემთხვევაში უნდა დაუწეროს კარგი კომენტარი და 5 ვარსკვლავი ბინის თუ სახლის მეპატრონეს, რა უნდა დახვდეს ბინაში და როგორ, რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს უცვლელია, ანუ, გვერდის, რომელიც გთავაზობს ბინა დღიურად ქირით, – მისამართი უცვლელია. 

(R)

 

თეგები: ბინა დღიურადბინები დღიურადბინები დღიურად ქირითბინები ქირით

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved