• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, პარასკევი, 30 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ სჯიან პედოფილებს სხვადასხვა ქვეყანაში

ალია ავტორი - ალია
17:18 06-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

ივლისის დასაწყისში უკრაინის რადამ პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონი მიიღო. თუმცა უკრაინა ამ მხრივ ერთადერთი ქვეყანა არ არის. დასჯის ეს ფორმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია მიღებული. პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია. როგორ სჯიან არასრულწლოვნებზე მოძალადეებს სხვა ქვეყნებში და არის თუ კასტრაცია დასჯის გავრცელებული ფორმა?

უკრაინული კანონი კონკრეტულად რას გულისხმობს?

უკრაინის პარლამენტმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ან მასზე ძალადობის ფაქტზე ორი კანონპროექტი წარადგინა. უმაღლესი რადას დეპუტატებმა უფრო რადიკალურ ვარიანტს დაუჭირეს მხარი. კანონპროექტის ეს ვერსია პატიმრობის ვადის 7-დან 15 წლამდე გაზრდას (ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე) ითვალისწინებს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პედოფილების მონაცემთა ღია ბაზა უნდა შეიქმნას. კანონპროექტი იძულებით ქიმიურ კასტრაციასაც ითვალისწინებს. ამ  დროს მსჯავრდებულის ორგანიზმში შეჰყავთ ქიმიური ნივთიერება, რომელიც სექსუალურ ლტოლვას ამცირებს. გარდა ამისა, უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიღებული კანონპროექტი პედოფილიისთვის მსჯავრდებული პირების სიცოცხლის ბოლომდე ადმინისტრაციულ კონტროლს ითვალისწინებს. იძულებით კასტრაციას და პედოფილების მონაცემთა ღია ბაზის შექმნას უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებში, მათ შორის, უკრაინის მეზობელ პოლონეთშიც არსებობს.

პედოფილებს პოლონეთშიც ქიმიური კასტრაციით სჯიან?

პოლონეთში უკვე რამდენიმე წელია არსებობს პედოფილების მონაცემთა საჯარო რეესტრი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პრაქტიკას ბევრი აკრიტიკებს პირადი მონაცემების დაცვის პრინციპების დარღვევის გამო, ამ ბაზაში თავმოყრილია პედოფილიისთვის მსჯავრდებული 768 ადამიანის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი.

საჯარო რეესტრის პარალელურად არსებობს გაფართოებული ძებნის სისტემაც, რომელიც 2600 პირს ეხება. ისინი არასრულწლოვნებისადმი სექსუალური ხასიათის მქონე ნაკლებ მძიმე დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი. ეს სია ხელმისაწვდომია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, სკოლების ხელმძღვანელობებისთვის, საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის, დასასვენებელი ბანაკებისთვის და სხვ.

პოლონეთში პედოფილებს ქიმიურ კასტრაციასაც უკეთებენ.  არასრულწლოვნისადმი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულს აქ 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბევრი პოლონელი მოქმედი კანონის გამკაცრებასაც ემხრობა. ეს ადამიანები ბავშვებზე მოძალადეების მიმართ სავალდებულო ქირურგიული კასტრაციის ამოქმედებას ითხოვენ.

როგორ სჯიან პედოფილებს აშშ-ში?

აშშ-ში პედოფილების ქიმიური კასტრაცია 1996 წლის კანონით ნებადართულია. პირველი შტატი, სადაც ბავშვებზე მოძალადეთა დასჯის მსგავსი მეთოდი ამოქმედდა, კალიფორნიაა. აქ მოქმედი კანონის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 13 წლამდე მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის ხელმეორედ იქნება ბრალდებული, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აუცილებელი ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდება. პედოფილების ნებაყოფლობითი ქირურგიული კასტრაცია ტეხსასის შტატში 1997 წლიდან არის დაშვებული.   

აშშ-ში პედოფილები პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აჰყავთ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როგორ ცხოვრობენ მსჯავრმოხდილი პედოფილები, მათ ფოტოებთან ერთად ინტერნეტში განთავსებულ ნაციონალურ ბაზაშია თავმოყრილი.

აშშ-ის 14 შტატში პედოფილებს ეკრძალებათ სკოლების, სასკოლო ავტობუსების გაჩერებების, ბაღებისა და საბავშვო მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლება. არსებობს სპეციალური საფოსტო გზავნილები, რომელთა მიხედვითაც ამერიკელ მშობლებს შეუძლიათ გაიგონ, ცხოვრობს თუ არა ახლომახლო პედოფილი.

გერმანულ კანონმდებლობაში რა ხდება?

გერმანიაში სხვადასხვა მონაცემით 50 000-დან 250 000-მდე პედოფილი ცხოვრობს. თუმცა ყველა მათგანი არ ითვლება საზოგადოებისთვის საშიშად და ყველას არ ჩაუდენია დანაშაული. სტატისტიკის თანახმად, გერმანიაში სექსუალურად ყოველწლიურად დაახლოებით 15 000 ბავშვს ავიწროებენ, მაგრამ ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომელთა შესახებაც პოლიციაში განაცხადეს.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაული გერმანიაში 6 თვიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გერმანიაში სასჯელის უმაღლეს ზომად სამუდამო პატიმრობაა გათვალისწინებული თუ არასრულწლოვნის გაუპატიურება ლეტალური შედეგით დასრულდა. ნაკლებმძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, პატიმრობის ვადაც ნაკლებია. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს სასამართლო გამოუსწორებელ პედოფილად აღიარებს, ამ დროს მოსამართლე ხშირ შემთხვევაში განსასჯელს სამუდამო პატიმრობას უსჯის. 

გარდა ამისა, გერმანიაში პედოფილია ფსიქიკურ დაავადებად განიხილება. საზოგადოებისთვის საშიშად მიჩნეული პედოფილებისთვის აუცილებელია იძულებითი მედიკამენტოზური მკურნალობა. სხვა შემთხვევაში სამედიცინო ზომები ნებაყოფლობით მიიღება. გარდა ამისა, გერმანია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის, სადაც 1969 წლიდან კანონით დაშვებულია ნებაყოფლობითი ქირურგიული კასტრაცია როგორც მკურნალობის მეთოდი იმ პირებისთვის, რომლებმაც სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადეს მძიმე ფსიქიკური დარღვევები აქვს, რაც ავადმყოფური სექსუალური აღგზნებადობის ფონზე წარმოიშობა. ოპერაციის მთავარი წინაპირობაა პაციენტის ასაკი. ის 25 წელზე ნაკლების არ უნდა იყოს. აუცილებელია იმის გარანტიაც, რომ კასტრაცია ადამიანს მორალურად ან ფიზიკურად არ დააზიანებს.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებად ითვლება და 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ქვეყნის მთავრობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის პირველი მოსმენაც პარლამენტში 11 ივნისს გაიმართა, ასაკობრივი ზღვრის გაზრდას გულისხმობს. ამ კანონპროექტის მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურება თავისუფლების უვადო აღკვეთასაც ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სასჯელის ქვედა ზღვრის გაზრდასაც ითვალისწინებს. კერძოდ, თუ მოქმედი კანონმდებლობით, პედოფილს სულ ცოტა 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ცვლილებათა პაკეტის თანახმად, მინიმალური სასჯელი 9 წელი გახდება. რაც შეეხება ქიმიურ კასტრაციას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განმარტავენ, რომ სასჯელის ეს ფორმა არცერთი საკანონმდებლო პროექტით არ განიხილება, რადგან ის ქვეყნის კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პედოფილიისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს. პერსონალური მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზას შინაგან საქმეთა სამინისტრო დაამუშავებს. კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ან  მასზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში დამნაშავეს ეკრძალება ნებისმიერი საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა. მას არ ექნება უფლება მსგავსი დანიშნულების ორგანიზაციის ტერიტორიას 30 მეტრის რადიუსში მიუახლოვდეს. პედოფილებს სოციალური და სამედიცინო საქმიანობაც აეკრძალებათ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, რომ ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენა ჯერჯერობით ჩანიშული არ არის. 

imedinews.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
ახალი ამბები

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში

18:12 05-29-2025
„ქეშბექობანა“ – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის
ახალი ამბები

„ქეშბექობანა“ – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის

18:06 05-29-2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
ახალი ამბები

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

16:59 05-29-2025
თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება

16:27 05-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved