• რეკლამა
  • კონტაქტი
23:10, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ მოვიზიდოთ ბარაქა? – მიხეილ ცაგარელის რჩევები საახალწლოდ

ალია ავტორი - ალია
13:37 12-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
555

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წინასაახლწლო რჩევებს გვიზიარებს და „პრაიმტაიმთან“ საუბრობს, როგორ უნდა დავხვდეთ კურდღლის წერს, რათა მთელი წელი წარმატებული და ბარაქიანი გვქონდეს.

„საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერი კურდღლის ხორცის გარდა. დანარჩენი რაც გნებავთ – მამაპაპური კერძები იქნება, თუ ეგზოტიკური, ყველაფერი ნებადართულია…

კატა-კურდღლის წელში ძირითადი ფერი ლურჯია. ნაძვი შეგიძლიათ ძირითადად ამ ფერში მორთოთ. ფერთა გამა ფართეა – შავი, თეთრი, ყვითელი, ბეჟი, ოქროსფერი, მწვანე. მცირეოდენ აქსესუარებში, დამხმარე ფერად წითელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. წითლიდან ენერგია მოდის. 2023-ში ენერგიის ნაკლებობაა და მცირე დოზით წითლის გამოყენება, შეგვიძლია.

კარგი იქნება თუ ნაძვის გვერდით დადგამთ ჩიჩილაკს და მანდარინის ხეს ან მის ტოტს. მანდარინის ხე აღმოსავლეთში ნაძვის ხედ ითვლება. ეს არის ხვავისა და ბარაქის აღმოსავლური ვარიაცია.

ახალი წლის ღამეს დაანთეთ შვიდი სანთელი. თუ სანთლები ზემოთ ჩამოთვლილ ფერებში იქნება, ხომ კარგი. მადლობა გადაუხადეთ წინა წელს. როდესაც დადგება ახალი წელი, ჩაუთქვით სურვილი თითოეულ სანთელს.

2023 წელს წყლის სტიქია მართავს. წყალი ფინანსების სტიქიაა. შეგიძლიათ საახალწლო სუფრაზე დადგათ კატის ან კურდღლის ფორმის ყულაბა. სამი ორ ლარიანი და ერთი ლარიანი მოიმარაგეთ და ყოველ ჩაგდებაზე ჩაუთქვით ფინანსური სურვილი. ამ ფულის გამოყენება 22 იანვრის შემდეგ შეგიძლიათ. რეალურად, ამ რიცხვიდან შემოდის კატა-კურდღლის წელი.

ძირითადად, მშვიდი წელი იქნება. ვეფხვის წელიწადი ყოველთვის მძიმე და საომარია. კატა-კურდღელი ამოსუნთქვის და დასვენების საშუალებას გვაძლევს. შემდეგ დრაკონი მოდის, რომელიც არანაკლებ შემტევია, ვიდრე ვეფხვი. 2023 ამოსუნთქვის, ტაიმ აუტის პერიოდია.

ომი გაგრძელდება, მაგრამ ომის ფორმა ტრანსფორმირდება და მაისისკენ დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობები იქნება გამოყენებული. ზამთარი ბევრ საკითხს გადაწყვეტს.

ეს წელი, საქართველოსთვის, დემოგრაფიული კუთხით მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ კატასტროფის წინაშე დგას. გაეროს ოფიციალური ცნობით, 30 წლის შემდეგ ქართველები, იმ გამრავლების ტემპით, რაც დღეს გვაქვს, საქართველოში უმცირესობა გახდება“, – ამბობს ცაგარელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved