• რეკლამა
  • კონტაქტი
04:09, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ აწამებენ, ძარცვავენ და უსწორდებიან რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას

ალია ავტორი - ალია
15:17 05-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
294

„…როგორც პირუტყვს ისე მაწამებდნენ. არ მესმის. მე ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც ისინი. მეგონა რუსები აქ ჩვენს დასახმარებლად იყვნენ.“ „ისინი ღორებსაც გვიკლავენ. საჭმელს არ ყიდულობენ. როცა შიათ, იმ ცხოველებს კლავენ, რომელსაც ადგილობრივები უვლიან. იპარავენპარალონის ლეიბებს, რომლებზეც ადამიანებს სძინავთ და პლასმასის სკამებსაც კი. ძალიან ბევრ ხალხს ძარცვავენ, იპარავენ ტელეფონებს, საკვებს, მოტოციკლეტებს, ფულს!“

რა ნაცნობი ისტორიებია, არა? გვახსენდება იმ რუსი ჯარისკაცების საოცრად მეტყველი ფოტო კადრები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართულ სამხედრო ბაზებს და სოფლებს ძარცვავდნენ, კოვზები და უნიტაზები მიჰქონდათ და ათასგვარი სისასტიკით ისვრიდნენ ხელებს. ახლა კი იგივეს და უარესს ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში აკეთებენ, სადაც 800-დან 2000-მდე რუსი დაქირავებული მებრძოლი სახელისუფლებო ჯართან ერთად „მშვიდობას ამყარებს“.

ეს შემაძრწუნებელი ისტორიები კი მას მერე გახდა ცნობილი, რაც გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა  ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრება შეძლეს და რუსების მიერ ჩადენილი უამრავი ძალადობის  ფაქტი აღწერეს. გაეროს ექსპერტებმა სექსუალური ძალადობის ფაქტების დოკუმენტირებაც მოახერხეს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშში საუბარია ჯგუფური გაუპატიურების ფაქტებზეც. „ექვსმა მამაკაცმა შეანგრია სახლის კარი და იარაღის მუქარით, კოლექტიურად აუპატიურებდნენ 24 წლის ქალს ღამის 23 საათიდან 02 საათამდე.“

დოკუმენტ კომუნიკეში ნახსენებია სამი რუსული დაჯგუფება-კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, 2017 წელს შექმნილი, მისი შვილობილი კომპანიები Sewa Security Services და Lobaye Invest SARLU. როგორც ცნობილია „ვაგნერი“ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის მიერ არის შექმნილი. ექსპერტები,მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების იმ ფაქტებზე წერენ,რომლებიც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ დაფიქსირდა. რუსი დაქირავებული მებრძოლეები „სიკვდილით სჯიან ადამიანებს გამოძიებისა და სასამართლოს უფლების გარეშე, აწამებენ დაკითხვების დროს, აქრობენ ადამიანებს, მშვიდობიანი მოსახლეობა ძალით გადაყავთ სხვა და სხვა ადგილებში, სამოქალაქო ობიექტებზე შეტევები მიაქვთ, აწარმოებენ ჰუმანიტარულ წარმომადგენლებზე თავდასხმებს“ და სხვა მრავალი.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან და რუსების სისასტიკესთან დაკავშირებით ყველაზე გავლენიან ფრანგულ გამოცემა RFI-ში სტატია გამოქვეყნდა. სტატიის სათაური ზუსტად აღწერს იმ რეალობას, რომელიც  იქ სუფევს, სადაც რუსები „მოსახლეობას იცავენ“-”ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რუსეთის ბოროტმოქმედების მსხვერპლებმა  დუმილი დაარღვიეს”.  კორესპონდენტებმა წვდომა მიიღეს მრავალ კონფიდენციალურ დოკუმენტთან და მსხვერპლთა შესახებ მტკიცებულებები შეაგროვეს. დასახელებულია მრავალი დანაშაულის ჩადენის დროც და ადგილიც. „ისინი არ ცდილობდნენ გაერკვიათ ვინ იყო აჯანყებული და ვინ სამოქალაქო პირი. მათ ადამიანების მოკვლა სწყუროდათ“-ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი. და ბოლოს, ის თუ როგორია ყველგან და ყოველთვის რუსი ჯარისკაცის სახე, ყველაზე კარგად იმ ადამიანის მონათხრობიდან ჩანს, რომლის ოჯახის წევრი უკვალოდ გაქრა-„როდესაც გავიგეთ რომ რუსები ჩამოდიან, თავიდან გაგვიხარდა. მაგრამ, როცა ვხედავთ, დღეს რას აკეთებენ, კითხვას ვსვამთ: აჯანყებულების დასამარცხებლად ჩამოვიდნენ თუ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის?“ ამასთანავე, როგორც ირკვევა, ისჯებიან ის ადამიანები, ვინც რუსების თავგასულობაზე საუბარს ბედავს. დაფიქსირდა სიცოცხლის მოსპობით მუქარა იმ ერთეულების მიმართ, ვინც ხელისუფლების და მოკავშირე რუსი დაქირავებული მებრძოლების კრიტიკა დაიწყო.

ლევან დარსმელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved