• რეკლამა
  • კონტაქტი
10:50, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ აღმოჩნდნენ აბუ-დაბის ინციდენტის შემდეგ, ერთ საკანში „ოცნების“ დეპუტატები და ლაშა გაბიტაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:06 02-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
375

როგორ აღმოჩნდნენ აბუ-დაბის ციხის ერთ საკანში „ოცნების“ დეპუტატები და ლაშა გაბიტაშვილი –  გადაცემა “რეაქციაში“ გაბიტაშვილი ანგარიშსწორების დეტალებს იხსენებს და ქრონოლოგიურად ჰყვება, რა მოხდა როგორც სასტუმროში, ისე ინციდენტის შემდეგ.

გაბიტაშვილის თქმით, „ოცნების“ დეპუტატები ყველა გზას იყენებდნენ იმისთვის, რომ ციხეში არ მოხვედრილიყვნენ და პასუხისმგებლობა აერიდებინათ.

“პოლიციას ეუბნებოდნენ, რომ მე პოლიტიკური რადიკალიზმით ვარ დაკავებული“, -იხსენებს გაბიტაშვილი.

ჩხუბის შემდეგ გამოძახებული იქნა პოლიცია, ამის შემდეგ ჩემი მთავარი მიზანი იყო, ის იმუნიტეტი და ძალაუფლების განცდა, რაც საქართველოში აქვთ, მოხსნილიყო და ცოტა სხვანაირად შეეხედადთ ამ ყველაფრისთვის. ჩემი თვითმიზანი ციხეში ვიღაცის დიდხანს გაშვება, ან რაღაც არ ყოფილა. ისინი თავისას ცდილობდნენ, გაგიჟებულები იყვნენ, რომ ეს კადრები გავრცელდა, იმიტომ რომ მათი მთავარი შიში კადრებია, რადგან აქედან გაადღებული კადრების გავრცელება არ უნდათ, თავიანთ გადაღებულებს კი ავრცელებენ როგორც უნდათ. პირველი თავდასხმა, სადაც ზარქუა თავს მესხმის, შიდა ჩათებში გაავრცელეს, რომ „აი, დავსაჯეთ“. დიპლომატიური პასპორტების გამოყენებას ცდილობდნენ, რომ პასუხისმგებლობა აეცილებინათ. ასევე ცდილობდნენ, რომ კადრების გავრცელების გამო, პოლიციას საქმე აღეძრა, ან პრობლემები შეექმნა ჩემთვის. მოვიდა პოლიცია და მითხრა, რომ ისინი აღარ ჩიოდნენ და თუ მეც არ ვჩიოდი, დაგვესრულებინა საქმე, რაზედაც მე უარი განვაცხადე. მე გოგოლაძე იდენტიფიცირებული არ მყავდა და გოჩა ენუქიძეც იმ სიტუაციაში არ იყო, შესაბამისად, მხოლოდ სამი ადამიანი-ზარქუა, სანიკიძე და სამხარაული მყავდა იდენტიფიცირებული. ისინი პოლიციას ეუბნებოდნენ, რომ მე პოლიტიკური რადიკალიზმით ვარ დაკავებული, ან ოპერაციას ვუწყობ ხელს.

როდესაც პოლიციაში წავედი, რომ საქემ უნდა წასულიყო, ისე გამოვიდა სიტუაცია, რომ მეც იზოლატორში გადამიყვანეს. თუმცა მიზეზი ჩემთვის გაუგებარი იყო. მოხდა ჩემი დაკითხვა. როდესაც მიხვდნენ, რომ მე იქ პროვოკაციის მოსაწყობად არ ვიყავი ჩასული, ყველა კითხვა გავაქარწყლე, ჩემი ტელეფონიც შეისწავლეს, ყველაფერი ნახეს, ინფორმაცია მე გავარცელე თუ არა, შესაბამისად, მეორე დღეს მოხდა დეპუტატების დაკავება. 

პირველი ღამე სხვადასხვა იზოლატორში ვიყავით, მაგრამ დღის განმავლობაში, საკვების მიღების დროს ერტად ვიყავით, ბოლო დღეც, ერთად, ერთ საკანში გავატარეთ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, ავუსხენი, რომ მე მათთან პირადული პრობლემა არ მქონია, მთავარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სამართალს რომ ვპოულობთ ქვეყანაში, მათთან ამაზე მქონდა პრობლემა, როგორც ერთ მოქალაქეს. სინი ბედნიერები არ იყვნენ, რომ ერთ საკანში ვყოფილიყავით და პირისპირ მესაუბრა, მაგრამ არ გვქონია დაძაბული სიტუაცია, ჩვეულებრივად ვსაუბრობდი, -იხსენებს ახალგაზრდა კაცი.

გაბიტაშვილის თქმით, ზარქუა ციხეში საუბრის წინააღმდეგი იყო.

ზარქუას უნდოდა, რომ ციხეში არ გველაპარაკა, თუმცა, მე ვუპასუხე, რომ რატომ არ მომეცა მაშინ საშუალება იქ მესაუბრა, როდესაც მივუახლოვდი.  მათ მოსმენის და გაგების უნარი დაკარგული აქვთ, სულ ცდილობენ, იპოვნონ რადიკალისტი და მიანიჭონ ოპოზიციური სახელი, – ამბობს ის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved