• რეკლამა
  • კონტაქტი
18:22, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როდის მიდის ღმერთი…ჩამორჩენილ ქვეყნებში ღმერთი არც არის, იქ კაცია ღმერთი და კაცის ეშინიათ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
17:40 06-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

“როდის მიდის ღმერთი” – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურა გულური საქართველოში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ნებისმიერი სასულიერო სისტემა სახელმწიფოს განვითარების ერთერთი ამსახველი სტრუქტურაა. ასე იყო და ასეა დღესაც. თუ სახელმწიფო თანამედროვე და დემოკრატიულია, სასულიერო სფეროც შესაბამისად მისდევს საკუთარი მრევლისა და დანარჩენი ქვეყნის პროგრესს, ვითარდება, იზრდება, მხარს უბამს სიახლეებს. თუ სახელმწიფო ბნელი, ჩამორჩენილი და მაფიოზურია, ასეთივეა სასულიერო სტრუქტურაც. სხვანაირად შეუძლებელია. სასულიერო სისტემა ხომ ადამიანთა მოღვაწეობის ერთერთი დარგია, მეტი არაფერი და შესაბამისად, ამ სტრუქტურაში მომუშავე ადამიანებიც საკუთარი ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, სხვა მოქალაქეების შესაბამისი ღირსებებითა და უღირსობებით.

თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივ მოკვდავებს თავიანთი სასულიერო სტრუქტურის კი არ ეშინიათ, პატივს სცემენ, ანგარიშს უწევენ, იმედი აქვთ. თუ ადამიანი ჭეშმარიტი მორწმუნეა, მას მხოლოდ ღმერთის შიში აქვს და არა ნებისმიერი რანგის, სასულიერო სფეროში დასაქმებული თავისნაირი ადამიანის.

ბნელ, გაუნათლებელ და ჩამორჩენილ ქვეყნებში ღმერთის არ ეშინიათ. ან რატომ შეეშინდებათ; იქ ღმერთი არც არის. იქ კაცია ღმერთი და კაცის ეშინიათ.
კაცის შიში ხორციელი ტკივილის შიშია მხოლოდ. ხორციელი ტკივილი კი ყველაზე დიდი ბოროტებააო – ასე ამბობდა ნეტარი ავგუსტინე. კაცის შიში ბოროტების მიმართ შიშია ამიტომ. იქ, სადაც ბოროტების ეშინიათ, ღმერთი ვერ გაჩერდება. არც ჩერდება. მიდის”, – წერს გურული ფეისბუქზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved