• რეკლამა
  • კონტაქტი
09:28, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის გვეცოდინება 47-ე პრეზიდენტის ვინაობა? – ნანა საჯაია

ალია ავტორი - ალია
14:42 11-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
480

Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია:

,,ამერიკაში საპრეზიდენტო კამპანია დასრულდა.

როდის გვეცოდინება 47-ე პრეზიდენტის ვინაობა?
მოკლე პასუხია – არავინ იცის.
ვრცელი პასუხი, თუ არ გეზარებათ, ამ პოსტშია :)))

ხუთ ნოემბერს ამერიკა პრეზიდენტს ირჩევს, მაგრამ, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის ვინაობა იმავე საღამოს არ გვეცოდინება.

2020 წელს გამარჯვებულის გამოცხადებას 4 დღე დასჭირდა.

პირველი საარჩევნო უბანი ნიუ ჰემშირის შტატის პატარა ქალაქ დიქსვილ ნოჩში დაახლოებით ნახევარ საათში, (აქ ღამის 12:00-ზე, თბილისის დროით დილის 9-ზე) გაიხსნება.

ხმის წინასწარ მიცემის უფლებით უკვე 80 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ისარგებლა.

კამპანიის ბოლო დღე კანდიდატმა ე.წ. მერყევ შტატებში გაატარეს. ტრამპი დღეს ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიაში და მიჩიგანში ჩავიდა, ჰარისმა კი ოთხი შეხვედრა გამართა პენსილვანიაში, შტატში, რომელსაც საარჩევნო კოლეგიაში ყველაზე მეტი – 19 ხმა აქვს. კამპანიის ფარგლებში ჰარისი პენსილვანიაში ჯამში 20-ჯერ ჩავიდა.

ჩვენი სპეც ეთერი საღამოს 6-ზე დაიწყება (თბილისის დროით ოთხშაბათი, დილის 3).

წინა არჩევნების და უბნების გახსნა-დახურვის გათვალისწინებით, დაახლოებით ასეთი განრიგი იქნება.

პირველ შედეგებს ინდიანადან და კენტაკიდან ველოდებით გადაცემის პირველივე საათში.

რაც შეეხება მერყევ შტატებს:

ჯორჯია
2020 წელს ჯორჯიის პირველადი შედეგი დაახლოებით საღამოს 7:20-ზე გამოცხადდა, მაგრამ შტატს ოფიციალური შედეგების გამოსაქვეყნებლად ორ კვირაზე მეტი დრო დასჭირდა და ბაიდენი გამარჯვებულად 19 ნოემბერს სცნო.

ჩრდილოეთ კაროლინა
უბნები იხურება 7:30-ზე.
2020-ში პირველადი შედეგები 7:42-ზე გამოცხადდა. შტატში გამარჯვებულად ტრამპი კი ოფიციალურად 13 ნოემბერს (არჩევნებიდან 10 დღეში) გამოცხადდა.

მიჩიგანი
უბნების ნაწილი საღამოს 8-ზე, ნაწილი კი – 9-ზე იხურება.
2020-ში პირველადი შედეგები საღამოს 8:08-ზე გამოცხადდა, საბოლოო შედეგები არჩევნების მომდევნო დღეს – 4 ნოემბერს.

უისკონსინი
უბნები საღამოს 9-ზე იხურება.
2020-ში პირველადი შედეგი არჩევნების ღამეს 9:07-ზე გამოცხადდა, შტატში გამარჯვებულად კი ოფიციალურად ბაიდენი მომდევნო დღეს დასახელდა.

არიზონა
აქ პირველადი შედეგები უბნების დახურვიდან ერთი საათის გასვლამდე არ ცხადდება.
2020-ში პირველადი შედეგი საღამოს 10:02-ზე გამოცხადდა. ოფიციალური კი – 4 ნოემბერს.

ნევადა
უბნები ღამის 10-ზე იხურება. შტატი პირველად შედეგებს მანამ არ აქვეყნებს, სანამ უბნებთან რიგში მდგომი ბოლო ამომრჩეველი არ მისცემს ხმას.
2020-ში პირველადი შედეგები ღამის 11:41-ზე გამოცხადდა, ოფიციალური კი 7 ნოემბერს (არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ)

პენსილვანია
უბნები საღამოს 8-ზე დაიხურება.
2020-ში პირველადი შედეგები საღამოს 8:09-ზე გამოცხადდა, ოფიციალური შედეგები კი 4 დღის შემდეგ – 7 ნოემბერს.

7 ნოემბრის საღამოს მიმართეს ამომრჩევლებს ბაიდენმა და ჰარისმა როგორც გამარჯვებულებმა.

არჩევნებში გამარჯვებულია კანდიდატი, ვინც საარჩევნო კოლეგიის 538-ხმიდან 270 ხმას დააგროვებს.“

თეგები: ნანა საჯაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved