• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის დაუბრუნდება მსოფლიო ძველ ცხოვრებას?

ალია ავტორი - ალია
18:42 03-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

მსოფლიო იცვლება. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ხალხმრავალი ადგილები ქალაქ-მოჩვენებებს ჰგავს. ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს და მოქალაქეებს მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს. დაიხურა სასწავლო დაწესებულებები, აიკრძალა ადამიანების შეკრება. ცვლილებები შეეხო ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს. თუმცა დღესდღეობით მთავარი კითხვა, რომელიც ადამიანებს აწუხებთ არის ის, თუ როდის გახდება შესაძლებელი ძველებურად ცხოვრება. აქტუალური თემის შესახებ  სტატიას ,,ბიბისი” აქვეყნებს.

ყველა ქვეყანას სჭირდება სტრატეგია ვირუსთან ბრძოლაში, რომელიც განუზომელ ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე მსოფლიო ეკონომიკას. ყველას კარგად ესმის, რომ ადამიანების სახლებში ჩაკეტვა და არსებული შეზღუდვებით ცხოვრება დიდხანს ვერ მოხერხდება, რადგან ზარალი კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწევს. რა გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან?

ვაქცინაცია

ვაქცინაციის შემდეგ პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძენს იმუნიტეტს ინფექციის მიმართ. თუმცა ვაქცინის გამოგონებას მინიმუმ ერთი წელი სჭირდება. მეცნიერთა ჯგუფები არაერთ ქვეყანაში მუშაობენ მის შესაქმნელად. უკვე არსებობს საცდელი პროტოტიპი, რომლის გამოცდაც ადამიანებზე დაწყებულია. ვაქცვინის გამოცდა აშშ-ში, მოხალისეებზე მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინის დახმარებით მთელი მოსახლეობის 60% იმუნიტეტს შეიძენს, ვირუსს აღარ შეეძლება ეპიდემიის გამოწვევა, ეს ფემონემი ცნობილია, როგორც “კოლექტიური იმუნიტეტი”. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაზე მუშაობა უპრეცენდენტოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, საყოველთაო ვაქცინაციამდე მინიმუმ 12 თვე მაინც გვაშორებს.

ბუნებრივი იმუნიტეტი

მის გამომუშავებას 2 წელი მაინც დასჭირდება. ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავების ლოდინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ვაქცინის შექმნა იქამდე ვერ მოხერხდა. ასეთ შემთხვევაში მთავარი ამოცანა იქნება ეპიდემიის ტემპის შენელება, რათა არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემების კოლაფსი. საბედნიეროდ, ვირუსი დაავადებულთან უშუალოდ კონტაქტით გადადის და არა ჰაერით, თუმცა არსანიშნავია ისიც, რომ იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს SARS და MERS კორონავირუსები, არ დარჩათ მყარი იმუნიტეტი მათ მიმართ.

მედიკამენტები

იმ მედიკამენტის პოვნას, რომელსაც შეუძლია ვირუსით ინფიცირებულის განკურნება, შეუძლია ძალიან მალე დააბრუნოს მსოფლიო ძველ რელსებზე. ამ ეტაპზე მეცნიერები ცდილობენ გამოიყენონ უკვე არსებული მედიკამენტები ვირუსის მკურნალობის პროცესში და როგორც კვლევები გვიჩვენებს, საკმაოდ წარმატებულადაც. რამოდენიმე პრეპარატის გამოყენებას ამ ეტაპზე დადებითი შედეგები აქვს. კარგად მუშაობს ასევე მოსახლეობის ე.წ. “სწრაფი ტესტირება” და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.

ჯერჯერობით კითხვაზე, თუ როდის დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას, ზუსტი პასუხი არავის აქვს, რადგან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა მსოფლიო არ კარგავს იმედს, რომ მეცნიერები შესაბამის გამოსავალს იპოვიან.

„ფორტუნა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved