• რეკლამა
  • კონტაქტი
13:51, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის დაიწყება საქართველოში 6 თვიდან ბავშვების აცრა კორონავირუსზე

ალია ავტორი - ალია
10:55 07-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან საქართველომ, შესაძლებელია, 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები იმუნიზაციის პროცესში ჩართოს.

როგორც ჩხეიძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის, 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფის ვაქცინაცია შესაძლებელი გახდება.

“ჩვენი გადაწყვეტილება ჩავრთავთ თუ არა 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფს იქნება დაფუძნებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე. ეს რეკომენდაცია აუცილებლად იქნება, უბრალოდ დროის ფაქტორია. წარმოუდგენელია პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციით.

აშშ-ში დეკემბრისთვის 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დასრულდება კვლევა. წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება უკვე კონკრეტული რეკომენდაცია 6 თვის ზემოთ, ყველა პედიატრიული ასაკის ბავშვის აცრასთან დაკავშირებით მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის მიერ, ამერიკის CDC-ის მიერ. როგორც კი ეს კვლევები დასრულდება, ამის შემდგომი ნაბიჯი არის შემდგომი რეკომენდაცია, რომელიც ყველა ქვეყნისთვის გახდება საკმარისი იმისათვის, რომ მათ შეცვალონ ასაკობრივი ჯგუფები.

ვფიქრობთ, რომ ჩვენ შემოდგომისთვის ალბათ გავაფართოვებთ და მივიღებთ 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფს და შესაძლებელია, უკვე 2022 წლიდან საქართველომ 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას. რა თქმა უნდა, ამის უკან ვაქცინების მომარაგების საკითხიც დგას. ასაკობრივი ჯგუფის გაზრდას აუცილებად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რაოდენობით ვაქცინა. ჯერჯერობით ეს ეხება Pfizer-ს,” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved