„გვინდა, რომ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ამ სემესტრში დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
„ჩვენი მიზანია, რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და მოხდება კიდეც, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
კომენტარები