პატიმარი გივი თარგამაძის წერილი სოციალურ ქსელში ვრცელდება:
,,ამ დღეებში საკმაოდ ვრცელი პოსტი დავწერე ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, მაგრამ სანამ მისი ვინმესთვის გამოტანება მოვახერხე ბოლო მოვლენებმა მომისწრო, ამიტომ, ჯერ ამ პოსტს შემოგთავაზებთ და შემდეგ ადრე დაწერილს.
როდესაც ვნახე, რომ კალაძემ სატრიპაჩო ოფისი მელიქიშვილის გამზირზე გახსნა, ძალზედ გამეხარდა – არსებობს ქოცების ირგვლივ რაღაც კარმა, რომელსაც ისინი ვერასდროს იცილებენ და მათთვის საზიანო ამბებს ყოველ ჯერზე გარდაუვალად იჩალიჩებენ. ამ კარმის კონცენტრაციის ერთი ადგილი უდაოდ არის მელიქიშვილის გამზირი.
2024 წლის არჩევნების შემდეგ სწორედ აქ გაიჩალიჩეს პირველი, აი, საერთოდ არაფრით გამოწვეული დაუნდობელი დარბევა, დაკავებებით, რომელმაც უზრუნველყო შემდგომი ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი.
არადა, იმ დღეს, რომ გაეტარებინათ, პროტესტი არც თუ დიდი ენთუზიაზმით იქოქებოდა.
და აი, როგორც კლასიკურადაა განსაზღვრული, დამნაშავე დაუბრუნდა დანაშაულის ადგილს და ისევ იქ გაიჩალიჩა.
გარდა იმისა, რომ ქალებმა კვლავ მისცეს დამატებითი მუხტი პროტესტს, თავადვე შექმნეს გადასარევუ ლოკაცია, რასაც კიდევ ბევრჯერ ინანებენ.
ახლა პროტესტის მხარეს მაქსიმალური კონცენტრაციაა მნიშვნელოვანია.
მეორე დღის რეაქცია ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იყო.
აწი, რაც უნდა მოხერხდეს, ეს პროცესის მიმდინარეობისას მყისიერი რეაქციის უზრუნველყოფაა.
რა შეიძლება დაუპირისპირო ვითარებას, როდესაც პოლიცია და შპანა შეთანხმებულად გარბევს? მხოლოდ მასობრივობა, რომელიც, როგორც მეორე დღეს ნახეთ, სრულად გამორიცხავს ამ შესაძლებლობას.
როგორც კი ხალხის საკმარისი რაოდენობა შეგროვდება, მაშინვე ჩანს, რომ წინა დღეს მიჩმორებული პოლიციელების ზურგსუკან მობლატავე ეს ბიომასა რეალურად არაფერია.
როდესაც ვამბობ, რომ გლუვი ჭორვილას ყველაზე ძველი, ჩამყაყებული, არც ერთხელ დაცლილი ჩეჩმის ფსკერის პლანქტონის ნაწილია, სწორედ ამას ვგულისხმობ, რასაც კალაძის შტაბთან ვადევნებთ თვალს – ეს ჟესტიკულაცია, მანჭვა და გრეხა გლუვისაა, ზუსტად ასე გააკეთებდა სახალხოდ, მისი დღევანდელი იმიჯი, რომ არ აბრკოლებდეს.
ბერას აღრფთოვანება გავიხსენოთ ათასი იარაღიანით სკოლის ერთი მოსწავლის დაჩაგვრის შემდეგ – ეს ხომ მამამისისგანაა შესისხლორცებული.
ამიტომ, დარწმუნებული იყავით, რომ მსგავს მომენტებში თქვენ გლუვის ქცევას ადევნებთ თვალს და შესაბამისად, როდესაც ხალხი ბევრია, ისიც იგივეა – არაფერი, ერთი ცარიელი არაფერი.
ამიტომ, ყოველდღე ბევრი ხალხის შეკრება ამ ჭუჭყს უტყუარად გატეხს.
ერთიც უნდა გვახსოვდეს – ეს ჭუჭყი კლასიკური, ასევე დამპალი, ყოველგვარი მორალისაგან, პრინციპებებისგან დაცლილი, მათივე შექმნილი ლეგენდების პირდაპირ საპირისპიროდ, ყველაფერზე ხელისმომწერი, მუდმივად პოლიციაზე, უშიშროებაზე მომუშავე ქურდული სამყაროს, ნამდვილი კრიმინალის ნაწილიც არაა.
ეს შპანაა, ადამიანური ლექი, ნარჩენები, საკანალიზაციო წყლებში არსებობასთან ადაპტირებული ბიომასა.
პუტინიც ზუსტად იგივეა. არანაირი ბლატნოი – შპანა, საკანალიზაციო სისტემაში მაცხოვრებელი ბესპრიზორნიკი, ტარაკანი, რომელიც ყველაზე მყრალი ადგილიდან გამომძვრა.
ისინი ცდილობენ, გარემოც ისეთივე შექმნან, რომ სხეულით მშობლიურ მყაყს გრძნობდნენ, რადგან მხოლოდ ის სიამოვნებთ.
დარწმუნებული ვარ, გლუვს ეთიოპიური სტაფილოს წვენის და თეთრი ბელუგის ხიზილალას მირთმევის დროს დაუძლევლად ენატრება უკვე ცოტა მომპალი საბჭოთა კრაკოვული კალბასის გემო.
მერწმუნეთ, კონცენტრირება, სწრაფად რეაგირება, ლავირება და რაც მთავარია მასობრიობა, ძალიან სწრაფად აქცევს ამ ცარიელ არაფერს ფაქტობრივად არაფრად.
უნდა შევეშვათ ისეთ რამეებზე შფოთვას, რასაც შფოთვა ვერ ასწორებს და მთავარზე ვკონცენტრირდეთ.
მთავარი კი ქუჩაა! გაძლიერებული ქუჩა იმ პოლიტიკურ მდგენელებსაც აუცილებლად მოქაჩავს და გაასწორებს და არა პირიქით.
თუმცა, მათზე წვრილად შემდეგ პოსტში.
ახლა კი მოვიცილოთ იმაზე ფიქრი, რომ, აი ამდენი ხანი გავიდა და შედეგი არ არის.
არის და საკმაოდ სერიოზულიც – იზოლაციას, საერთაშორისო წნეხს, სანქციებს, რომ შევეშვათ, რეჟიმი ახლა ბევრად სუსტია. ბევრად, ვიდრე შარშან.
ბევრად სუსტია სადამსჯელო ნაწილიც.
სუსში მდინარაძის დანიშვნა არანაირი რეპრესიების გაძლიერებას არ უკავშირდება. მოხდა კაზუსის აღმოფხვრა, ფაქტობრივი მდგომარეობის ფორმალიზება.
გლუვმა გაქცეული შავი ფულის მდევრად მდინარაძე შეარჩია, მისი დავალებების შესრულება კი ოხანაშვილს და სუს-ს განუსაზღვრა.
ისედაც მოჭრიალე სტრუქტურამ ვერ გაიგო, მათი უფროსის უფროსი, კიდევ ვიღაც რატომ არის და რღვევა გააგრძელა.
ამიტომ, პირდაპირ მდინარაძე დაუნიშნეს უფროსად, აღთქმაში აღრევა, რომ აღარ იყოს.
ამას სუსი-ს ფუნქცია არ შეუცვლია და ის კვლავაც გლუვის ფულებში გარკვევით შემოიფარგლება.
კიდევ კლანური გამოძიებების, გადატრიალებების მცდელობების და მსგავსის დაანონსება, ასევე მოსმენის სამსახურებით პოლიტიკური ოპონენტების დევნა- ანგარიშსწორებისათვის ადგილის შერჩევა.
დანარჩენი, კერძოდ დევნის, ანგარიშსწორებისა და დარბევებთან დაკავშირებული ყველა ფიზიკური ქმედება მთლიანად შსს-ზეა.
უღიმღამო გელაძის შსს-ზე, რომლის ახალი, ხარებას ბანდისგან დაცლილი გდდ ჯერ არ გამოგვიცდია.
მასობრივობის უზრუნველყოფის პირობებში, პირველივე გამოცდაზე გამოჩნდება, რამდენად სუსტია ის წინა ვერსიაზე.
ამიტომ აგერაა 13 სექტემბერი, იმედია, მანამდე ამ პოსტის გამოქვეყნებას მოვასწრებ და ყველას, ვისთვისაც ჩემ სიტყვას რაიმე მნიშვნელობა აქვს, გთხოვთ, აუცილებლად მიდით. ისევე, როგორც მოვრჩეთ ასეთ შერჩევას – ამას გამოვტოვებ, იმაზე მივალ.
დამიჯერეთ, აღარაა გამოსატოვებელი, აწი ეს ყოველდღიური ვალდებულებაა.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს – ის ბუნებრივ მნიშვნელოვან თარიღად ჩამოყალიბდა და ეს ბუნებრიობა უზრუნველყოფს მასობრიობას. დროც საკმარისია მობილიზაციისთვის, ამიტომ დავივიწყოთ, რომ ვიღაცის მანერები საშინლად გაღიზიანებთ – გაღიზიანება შემიძლია გავიგო, მაგრამ ამის გამო აქციაზე არ მისვლა – არა. თქვენ იქ ხომ სამშობლოსთვის და შვილებისთვის მიდიხართ და დამთავრდა.
ბოლო დღე იქნება, თუ არა ეს დღე ქოცებისთვის, უფალმა უწყის. სულაც შესაძლებელია, ჯერ მასაც არ გადაუწყეტავს და ეგ არაა მთავარი, მთავარი მისვლაა. ასეთ ბრძოლებს ყოველთვის იგებს, ვისაც ღირსება აქვს. ეს გამოიხატება – რწმენაში, ქცევასა და უტეხობაში, რასაც გიმტკიცებენ ციხეში სინდისის პატიმრები, ქუჩაში კი პროტესტის მონაწილეები.
ბოლოს რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ ამ შსს-ს თანამშრომლებს, პოლიციელებს აღარასოდეს მივმართავ, რადგან ვერდიქტის მეტს აღარაფერს იმსახურებენ. მაგრამ, ბოლო სურათები მაიძულებს, ეს პირობა ერთხელ დავარღვიო. აქამდე როგორ დაეცით? უფროსებად ვინ გაიხადეთ? დავალებებს ვინ გაძლევთ? გლუვი კი არა, გელაძეც კი არა, ვინმე მემანიშვილიც კი არა – არა.
აი, ის ჭუჭყები, ვისი უბრალოდ არსებობაც ადამიანთა მოდგმას შეურაცხყოფს. ისინი ჯერ რაღაცეებს გავალებენ, შემდეგ კი როდესაც ამ დავალებებს მორჩილად უსრულებთ, კეფაში გიტყაპუნებენ
თქვენ კი დგახართ თავჩახრილები, ხმის ამოღებასაც ვერ ბედავთ.
მხოლოდ მიმიკით გამოხატავთ, რომ ზუსტად იცით რა სამარცხვინოები ხართ. ბიჭო, ამას ხომ თქვენი მშობლები უყურებენ? ცოლები? რაც მთავარია შვილები. შვილები უყურებენ, მუცელზე როგორ დახოხავთ ვიღაც უსაზიზღრესების წინაშე. შვილების ნაწილი საერთოდაც მანდ უყურებს, ადგილზე, მეორე მხრიდან.
ზოგი სახლიდან, ტელევიზორში, ზოგი ჯერ პატარაა, მაგრამ მალე გაიზრდება და აუცილებლად ნახავს.
პირველი, რასაც ნახავს შეგნებულ ცხოვრებაში, მამის უსუსურობაა. გიფიქრიათ რა დაღს დაასვამს ეს მათ ცხოვრებას? თქვენ ხომ საკუთარ უმსგავსო ქმედებებს იმით ამართლებთ, რომ ოჯახი, შვილები უნდა უზრუნველყოთ? და რითი უზრუნველყოფთ, ასეთი ქცევით? მხოლოდ სირცხვილით.
მარტო ჭამა ხომ არაა ეს ცხოვრება? სინამდვილეში ხომ მაგასაც იტყუებით. ოჯახებისთვის კი არა – საკუთარი თავისთის, ყოველდღიური პურის ჭამისა და დასალევის ფულს გამოიმუშავებთ, საკუთარი ჩმორობის შეგრძნება რომ ჩაახრჩოთ შიგნით – არც ეგ გამოგივათ. მშვენივრად იცით, თქვენს ჩმორობაში იხდიან, ძირითადად იმ ბესელიებს და მემანიშვილებს მიაქვთ, რომლებსაც არც მივმართავ, მათ მომავალი არ აქვთ – სანქციები, სასამართლო, ციხე. მაგრამ ამ მომენტში ზუსტად თთქვენი ჩმორობის ხარჯზე გულაობენ. გეკამაც – გენერალ-მაიორობა მიიღო და თქვენმა შვილებმა რა მიიღეს? არსებობს, მცენარესავით სიცოცხლის უფლება და ცხოვრება? სრულფასოვანი სისხლით სავსე ცხოვრება, რომელსაც იმსახურებენ, მაგრამ ამის გამო რომ შენ ვერ იკაცე, ვერ იბიჭე, მათ გვერდით რომ ჩაუვლის? ეგრე რამ გაგაშეშათ? მორჩით ამ სამარცხვინოების გამამართლებელი მიზეზების გამოგონებას, მათში ვერ დაიმალებით, ვერც ახლა – ყოველდღე ჩანხართ სახალხოდ და ვერც ცხოვრების ბოლოს, როდესაც სიკვდილის წინ შეიძლება ისევ იბუტბუტოთ რაღაც გამამართლებელი, მაგრამ გულში ლურსმანივით გექნებათ ჩაჭედილი სიმართლე – თქვენი სიმხდალის გამო გაუფუჭეთ ცხოვრება მთავარ ადამიანებს – მშობლებს სიბერე ჩაუმწარეთ, ცოლს ყოველდღიურობა, შვილებს ცხოვრება მოუშხამეთ, სამშობლოს ზურგი აქციეთ.
ასე მოკვდებით, სასოწარკვეთაში მთელი ძალით ირტყით ხელი, ეგ ლაჩრობა გამოიბერტყეთ, სამშობლოს, ოჯახს ეცით პატივი, საკუთრ თავს, ბოლოს და ბოლოს, დადექით სწორ მხარეს, თავი როგორ გაიტანოთ? როგორც ამ ქვეყნის მოსახელობის დიდმა ნაწილმა, სინდისს რომ არ ყიდის – როგორმე.
P.S. ბარემ პოლონეთში რუსული დრონების შეფრენაზეც ვიტყვი – მაშინათვე 2008 წლის ივლისში კონდოლიზა რაისის ვიზიტი გამახსენდა.
ვუხსნიდით, რომ მათთანმვე შეითანხმებული საინდიკაციო ხაზი გადაკვეთლი კი არა, გადათელილია, რომ კი არ იწყებენ, დაწყებული აქვთ, ფაქტიურად.
დაციკლულები ხართო, აზვიადებთო, რუსებს ვიცნობ, ვერ გაბედავენო.
ამ დროს ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოფრინდა რუსული თვითმფრინავები.
ადრეც შვებოდნენ, მაგრამ იძახდნენ, ჩვენ არ ვართო.
იმ დღეს პირველად თქვეს – კი ჩვენ ვართ, მერეო? აპათოლოგებთო კონდიმ, გაფრინდა და არასრულ ერთ თვეში რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია დაიწყო.
იმედია უკრაინაში მძვინვარე ომის ფონზე მათ მხრიდან აღქმის იგივე მომენტში არ ვართ, თორემ რუსები რა თქმა უნდა, იტყვიან, რაღაც ტექნიკური მიზეზი იყოო. სინამდვილეში კი დემონსტრაციულად დაანახეს, როგორ დაიწყებენ ომს ნატოს ქვეყნებთან.“
კომენტარები