• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ხუთშაბათი, 7 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როდესაც უსამართლობა პიკს აღწევს, ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის, მაშინ რევოლუცია ხალხის უფლებაა“ – რას გვიყვება საფრანგეთში მყოფი დავით ნემსაძე

ალია ავტორი - ალია
20:59 08-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
759

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება თადარიგის ოფიცერი, პოლიტიკური დევნილი, დავით ნემსაძე:

–პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოში არის უმძიმესი პოლიტიკური სიტუაცია, კრიტიკული  პერიოდი მთელი ქვეყნისთვის და საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ეს უკვე არის პირამიდის მწვერვალი, როდესაც ეს ყველაფერი ან უნდა დასრულდეს, ან უნდა მოხდეს გლობალური უბედურება. ასეთ შეფასებას მივცემ ამას, რადგან არც ერთი კრიტერიუმი, ვერც საზოგადოება, ვერც ეკონომიკა, ვერც პოლიტიკური სპექტრი ვერ იტანს „ქართული ოცნების“ არაბუნებრივ  პოლიტიკურ არსებობას. ეს არის დილემა ქართველი ერისთვის. როდესაც  ასეთი უმძიმესი მოცემულობაა და ქვეყნის სათავეში, „ქართული ოცნებაა“, აღარ არსებობს ალტერნატივა, რომ გაკეთდეს არჩევანი თუნდაც ცუდსა და უარესს შორის. მე აღარ ვლაპარაკობ არჩევანზე ცუდსა და კარგს შორის. ეს არის  წინაპირობა ქართველი ხალხის უფრო მეტად გაუბედურებისა. ეს არის შედეგი უცხო ქვეყნების შრომისა, რომლებიც ამ ვითარებას ქართველ ერს უმზადებდნენ, როგორც სიურპრიზს  საბოლოო მონობისთვის. ძნელი სათქმელია, მაგრამ ასეა – ქვეყნიდან გასულია იმ ხალხის უმეტესი ნაწილი,  რომლებიც უნდა წასულიყვნენ პოლიტიკაში,  რომელთაც უნდა გამოეცვალათ სისხლი, რომლებიც უნდა გამხდარიყვნენ ალტერნატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ყოფილიყვნენ კვოტა არჩევნებზე. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ემიგრაციაში ვარ, არავინ იფიქროს, რომ საკუთარ თავზე ვლაპარაკობ. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მოვიდე და  ჩავერთო პოლიტიკაში და მქონდეს პოლიტიკური ამბიციები. მე მხოლოდ ის ამბიცია მაქვს, ვიყო სამოქალაქო აქტიური პიროვნება, საზოგადოებას დავანახო  ჩემი თვალით დანახული რეალობა და მერე მისი გადასაწყვეტია, ამ რეალობას მიიღებს თუ არა. რაც შეეხება ამ დილემიდან გამოსავალს. ქართველ ერს დიდი ხანია არ აქვს გამოსავალი, ერთადერთის გარდა –დაამთავროს ეს ბუტაფორია, ეს ილუზია და დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი. ხალხი  უნდა  დადგეს ფეხზე და მოითხოვოს საკუთარი უფლებების, საკუთარი იდენტობისა და ღირსებისა და სამშობლოს დაცვა, თუ არ უნდათ, რომ გახდნენ სტუმრები საკუთარ სამშობლოში. გამოსავალი არის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ძალაუფლების ხელში აღება. სამოქალაქო საზოგადოებამ  აუცილებლად უნდა დაიწყოს რევოლუცია. ვიღაცას შეიძლება ჩემი სიტყვები არ მოეწონოს და თქვას, რომ რევოლუციებს ცუდის მეტი არაფერი მოაქვს. ყველა მოვლენას  აქვს ცუდიც და კარგიც. ეს შეიძლება ჩამითვალონ მოწოდებად, სახელმწიფოს წინააღმდეგ თუ ანტისახელისუფლო გამოსვლად. მე სახელმწიფო გადატრიალებაზე არ ვლაპარაკობ, მშვიდობიან რევოლუციაზე ვლაპარაკობ, რისი უფლებაც აქვს ხალხს, მინიჭებული აქვს ყველა ევროპული მანდატით. აგერ, საფრანგეთში 21–ზე მეტი  რევოლუცია მოხდა. რევოლუციის არსი დაკარგული რომ იყოს საზოგადოების ცხოვრებაში, ცნობიერებაში, მაშინ ასეთი პოლიტიკური მოვლენაც არ იარსებებდა. როდესაც უსამართლობა პიკს აღწევს, ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის, მის მხრიდან მიმდინარეობს ტოტალური ღალატი, მაშინ რევოლუცია ხალხის უფლებაა.   რა შეფასება შეიძლება მივცე პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტს ჩინეთში, რომელიც არ ყოფილა არც ერთ პლატფორმაზე შეთანხმებული. ამ ვიზიტის შესაძლო შედეგები, დამღუპველი აღმოჩნდება საქართველოსთვის. ჩინეთის ერთი სოფელი დაეტევა საქართველოს ტერიტორიაზე. ამას უნდა, ჩინური ენის სწავლება შემოიღოს სკოლებში, მაშინ, როდესაც ზოგიერთ რეგიონში თითზე ჩამოსათვლელი ქართული სკოლებია, საქართველოს მოქალაქეებმა სალაპარაკო ქართულიც კი  არ იციან, სხვაზე არაფერს ვამბობ.

– საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც არის ლაპარაკი.

– მესმის ეს სტრატეგიული პარტნიორობაც. ჩინეთთან ამ ტიპის პარტნიორობა  არის ძალიან მძიმე შემთხვევა ისეთი მსხვრევადი ხელისუფლებისგან, საქართველოს რომ ჰყავს. ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გამყარებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. ჩინეთი არის რუსეთის სერიოზული მოკავშირე და ამ ბლოკში შესვლის მცდელობაა. ამ დიდი გეო–პოლიტიკური თამაშის წამოწყება ასეთი არასანდო ხელისუფლების მიერ, მინიმუმ უნდობლობას და ეჭვის თვალით ყურებას იმსახურებს. ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიული და  ეკონომიკური მდგომარეობაა, უამრავი ემიგრანტი გვყავს და ამ ფონზე, კარის გახსნა ჩინეთისთვის არ შეიძლება, გადაგვყლაპავენ და შეგვიცვლიან გენოფონდს. ვიმეორებ, გამოსავლია რევოლუცია –ასეთ ტოტალურ უსამართლობას, ტოტალურ სიმხინჯეს, ტოტალურ ღალატს უნდა მხოლოდ და მხოლოდ ბრუტალური, რადიკალური და სახელმწიფოებრივად სწორი  და საკუთარი ქვეყნისთვის თავგანწირული სვლა. იმიტომ, რომ ჩვენ არ დაგვრჩა სხვა ნაბიჯების გადადგმის იმპროვიზაცია, იმიტომ, რომ ყველაფერი ეწირება ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს. მისი მთავარი ინტერესია ფინანსური მოგება, ფინანსურ მოგებაზე გათვლილი „პოლიტიკანიზმი“. „პოლიტიკანი“ არის ადამიანი, რომელიც  პოლიტიკით ფულს შოულობს.

– შენ ლაპარაკობ სამოქალაქო აქტიურობაზე. ვინ უნდა იაქტიუროს, როცა ქვეყანაში 650 000 სოციალურად დაუცველია, 750 000  პენსიონერზე მეტი, მეტადონის პროგრამაში 50 000 ადამიანია და ექსპერტთა გათვლით, კიდევ  ორი მაგდენი ნარკოტიკების მომხმარებელია ქვეყანაში,  უამრავი ადამიანი ემიგრაციაშია და დარჩა ხალხი ქვეყანაში, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს ხელისუფლებას? არის ქვეყანაში იმდენი ადამიანური რესურსი, რომელიც რევოლუციას მოაწყობს?

– ბერძენი ფილოსოფოსი,  სოკრატე ბრძანებდა: „ყველა ადამიანში არის მზე, უბრალოდ, მიეცით მას უფლება რომ  ანათოს”. თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ ძალა დაკარგა, ასე არ არის. ისტორიულად ამაზე უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვართ და გამოსავალი გვიპოვნია. დღესაც  არსებობს გამოსავალი და ამაზე ზემოთ ვისაუბრე. უბრალოდ, ის მოტიცავია და ის ძალა, რომელიც საჭიროა ხალხის შესაკრებად. ხალხს ჯერ  კიდევ გამოღვიძება სჭირდება. პრობლემა არის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სხვა და სხვა ელემენტებით არ ხდება საზოგადოების მიბილიზება. ტელევიზიები ან ხელისუფლების ხელშია ან იმ ხალხისა, რომლებიც გარიგებულნი არიან ხელისუფლებასთან. ამიტომ თვითონ ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა, ხალხმა თავად უნდა მოახდინოს საკუთარი ინტერესების დაცვა. სოციალური მედიის გამოყენება შეიძლება ამისთვის, სხვა საშუალება არ არსებობს… ეს ყველაფერი, ხალხის ეს მდგომარეობა  ძალიან კარგად აქვს ათვისებული ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურს. ყველაფერი აქვთ გათვლილი დეტალებში, როგორ მართონ ამ მონურ მდგომარეობაში მყოფი ხალხი, ყველაფერს აკეთებენ, რომ რომელიმე მხრიდან არ იფეთქოს ისეთმა პროტესტმა, რომელიც ხალხს მასობრივად გამოიყვანს გარეთ. თუმცა, ეს დროებითია.  ხალხი აუცილებლად გამოვა გარეთ. ისეთი ძლიერი მმართველები წაულეკავს ხალხს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლების ლიდერები მათთან კარიკატურულ ფიგურებად ჩანან. მოკლედ, საზოგადოებამ უნდა დაიწყოს გამოსავლის ძიება. ცხადია, ამას შემდგომში ფული დასჭირდება და ქართული ბიზნესის იმედი არ მაქვს, რომ ხალხს დააფინანსებენ და ხელისუფლების წინააღმდეგ წავლენ. მამუკა ხაზარაძისნაირი ბიზნესმენების არ მჯერა, რომლებიც პოლიტიკაში, მინიმუმ, საკუთარი ქონების დასაცავად მოდიან და ხშირ შემთხვევაში, ფულის საშოვნელად. ასეთი  ბიზნესმენების დაფინანსებული არაფერი ვარგა, იქ უკვე პატიოსნება არ არის. ბიზნესმენთა მეორე ნაწილი კი  ხელისუფლების მფარველობისა და კონტროლის ქვეშ არის, ისინი „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლების მომხრეებს აფინანსებენ. ხალხი თავად მოიძიებს  საჭირო თანხას, ამას არ სჭირდება კოლოსალური თანხები. მთავარია, ეს ცეცხლი აინთოს. არ დაგავიწყდეთ, საიდან ჩნდება ხანძარი, მხოლოდ ერთი ნაპერწლით. ეს არის ჩემი პასუხი.

აქ, საფრანგეთში როდესაც  სხვა და სხვა სახის პროტესტის გამო გამოდის ხალხი, ფაქტიურად, არსაიდან ჩნდებიან ადამიანები საერთო ინტერესისთვის. აქ არის შეგნების საკითხი, როდესაც საზოგადოებას შეგნებული აქვს ყველაფერი, რაც მისთვის და მისი უკეთესი მომავლისთვის არის  საჭირო. ჩვენ  სხვა მდგომარეობაში ვართ, გათითოკაცებულნი ვართ. ლიდერიზმმა, ლიდერებმა მიიყვანეს საქართველო ამ მდგომარეობამდე, საქართველოს არ სჭირდება ლიდერები, ხალხს სჭირდება მაგალითის მიმცემი ადამიანები. ხალხი გაჰყვება იმ ადამიანებს, ვინც თავგანწირვის მაგალითს უჩვენებს. ეს კი არავის უნდა გააკეთოს.  თავის დროზე, ხალხს თავგანწირვის მაგალითი უჩვენეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ და მის მერე, ამგვარი მაგალითი არ იქნა ათვისებული. თუ ადამიანს უყვარს თავისი ქვეყანა და მზად არის  მას ემსხუროს, ის არ გასცვლის პირად ინტერესებზე სამშობლოს ინტერესებს, არ იქცევა პოლიტიკოსიდან პოლიტიკანად. საზოგადოებამ უნდა აიღოს მართვის სადავეები ხელში და თავი უნდა დაანებოს ლიდერების ძიებას. საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა მოუსმინოს  უბრალო ადამიანებს, რომელთაც ამბიცია არ აქვთ, ხელისუფლებაში მოსვლისა. როდესაც განათლდებიან მასები საკუთარ უფლებებში, მაშინ იქნებიან მზად, სახელმწიფო გახადონ საზოგადოებრივი და არა კერძო.

თეგები: დავით ნემსაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved