• რეკლამა
  • კონტაქტი
03:27, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რეჟიმი განათლებაზე პირდაპირ შეტევას აწარმოებს“ – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:21 01-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

ნიშანდობლივია, რომ რეჟიმი განათლებას ეხება, რადგან აქამდე რეჟიმი საზოგადოებას მხოლოდ ფიზიკურად ეხებოდა – ახლა კი საქართველოზე პირდაპირ შეტევას აწარმოებს,- ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების რეფორმის საჯარო განხილვისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „განათლებაზე შეტევა, შეტევაა ჩვენს სულზე, იდენტობასა და ქართველობაზე“.

„განათლება არის საზოგადოების ხერხემალი და საზოგადოებას, რომელსაც განათლება არ აქვს, არის მონების საზოგადოება, საზოგადოებაც არ ეწოდება მათ. მონების შეკრებაა, თუ არ არსებობს განათლება. ნიშანდობლივია, რომ რეჟიმი განათლებას ეხება, რადგან აქამდე რეჟიმი საზოგადოებას მხოლოდ ფიზიკურად ეხებოდა – რეპრესიული კანონები, დაჭერები, ციხე, მოწამვლა – ეს ფიზიკური ძალადობაა, ეს მცდელობაა იმისა, რომ საზოგადოების ქმედებები შეიზღუდოს. მაგრამ ამ კუთხით რეჟიმმა ვერ მიაღწია იმას, რომ საზოგადოება დაემონებინა და პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, რეჟიმს აწუხებს.

ეს არის პირდაპირი შეტევა საქართველოზე, ასევე სულიერი შეტევა იმის მიმართ, რაც ჩვენთვის არის არსებითი. ყველა ნორმალური ხელისუფლება განათლებაზე ზრუნავს და ამაში დიდი თანხები იხარჯება, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი როგორიც საქართველოსთვის არის განათლება იშვიათია სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენი ისტორია განათლებაზე დგას. წმინდა ნინო რომელმაც განგვანათლა, ასურელი მამები, ჩვენთან იყო იყალთო და გელათი. ეს ყველაფერი ჩვენი კულტურისა და იდენტობისგან განუყოფელია. განათლებაზე შეტევა, შეტევაა ჩვენს სულზე იდენტობასა და ქართველობაზე. ჩვენთვის განათლება მჭიდროდ დაკავშირებულია დამოუკიდებლობასთან. არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა, დამოუკიდებლობამდე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ. სწორედ ამ უნივერსიტეტში იცავდნენ განათლებასა და დამოუკიდებელ აზრს. შესაძლოა ქვეყნის დამოუკიდებლობას ვეღარ იცავდნენ 1921 წლის შემდეგ, ჯავახიშვილმა სტუდენტები იუნკრებთან ერთად საბრძოლველად გაუშვა, რომლის უნივერსიტეტსაც დღეს ეხებიან.

ჩვენთვის განათლება დამოკიდებული და შერწყმულია თავისუფლებასთან. ჩვენი განათლებული საზოგადოება გახსნილი იყო მსოფლიოში და მათთან ერთად ვითარდებოდა. ამიტომ იყო ქართული და ევროპული კულტურა ახლოს, რადგან კედელი არასდროს არ გვაშორებდა ცივილიზებულ სამყაროსთან, მათ შორის ირანი როდესაც ცივილიზებული იყო მათთან ერთადაც ვიზრდებოდით.

ჩაკეტილი განათლება დიდი ხანი ვერ იარსებებს. ამ მავნებლობის მიზანია, რომ ჩამოგვაშოროს გარე სამყაროსთან, რომ ჩაკეტილები დავრჩეთ. წარმოუდგენელია, როცა ქვეყნის მეთაურები თავიანთი ქვეყნის უნივერსიტეტებს ამ ფორმით დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. უნივერსიტეტების გაერთიანებაც აბუჩად აგდებაა. როდესაც ხელოვნური ინტელექტი ასეთი სისწრაფით შემოდის და ის ქვეყნები, რომლებიც ამის გარეთ დარჩებიან კოლონია გახდებიან. დავრჩებით პატარა ჩაკეტილი პროვინცია, კონფორმისტული ცოდნით. ასევე, დაბრუნდება მაღალი დონის კორუფცია. ამ დროს კი, ის ორი მთავარი პირი, რომლებიც ამ რეფორმაზე გვესაუბრებიან – შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე, მათ რატომღაც განათლება გერმანიაში აქვთ მიღებული. მათი და ფსევდო ელიტის შვილები სწავლობენ ევროპაში, ეს კი რეფორმის ამოქმედებიდან შეუძლებელი გახდება.

ცალ-ცალკე მიადგებიან სხვადასხვა სფეროს და დარგს. კერძო უნივერსიტეტებს დღეს რომ ჰგონიათ, რომ გადარჩნენ – ვერ გადარჩებიან. ჩვენ გაჩუმებას მივეჩვიეთ, ყველას უაზრო იმედი აქვს, რომ თავად გადარჩება და თავის ადგილს, შემოსავალსა და პატარა თავისუფლებას შეინარჩუნებს, მაგრამ ეს ყველას შეეხება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved