ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ 8 მოქალაქეს, იმისათვის, რომ დაგვედგინა, არიან თუ არა კორონავირუსის მატარებლები, რეტესტირება გაუკეთდა. გუშინ ღამით მივიღეთ და რვავეს ნეგატიური პასუხი. ამიტომ მათგან უმრავლესობა დღეს კლინიკას დატოვებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ადამიანებისთვის საკარანტინო ვადა დასრულებულია, დანარჩენები კი დაკვირვების ქვეშ კლინიკაში დარჩებიან. დაკვირვების ქვეშ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 37 მოქალაქე იმყოფება.
„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 37 მოქალაქე იმყოფება, მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა გოფოძემ.
კომენტარები