• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, ოთხშაბათი, 24 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რემდესევირის გამოყენების გამოცდილება მაქვს მისი გამოჩენის პირველივე დღიდან” – რას წერს ნანა გეგეჭკორი მედიკამენტზე?

ალია ავტორი - ალია
00:48 12-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში, წერს:

“რემდესევირზე…

——————————

ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მაქვს მისი გამოჩენის პირველივე დღიდან. ჩემი ჰოსპიტალი იყო ნაწილი პირველივე კვლევისა რომელიც რემდესევირზე დაიწყო.

ვერც ერთმა, აქამდე გამოქვეყნებულმა კვლევამ, ვერ დაადასტურა მისი გავლენა სიკვდილიანობაზე. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში რემდესევირის გამოყენება არ ამცირებს სიკვდილიანობას. ის მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომატური დღეების რაოდენობას. ცხადია, როგორც ნებისმიერ პრეპარატს მასაც აქვს გვერდითი მოვლენები. მცირე ნაწილში შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით რა დოზაა იდეალური თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას. ზოგადად ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია, თუმცა კოვიდის მკურნალობაში მისი წვლილი ნადვილად არაა ფასის შესაბამისი. ამერიკულ ჯანდაცვას აქვს ფუფუნება თუნდაც ძალიან ძვირადღირებული პრეპარატით შეუმსუბუქოს სიმპტომები ჰოსპიტალში მოხვედრილ ნებისმიერ პაციენტს. ნებისმიერ პაციენტს… რაც თანაბრად გულისხმობს არალეგალ, ღარიბ უცხოელსაც და ამერიკის მდიდარ მოქალაქესაც…

საქართველოში ამ პრეპარატზე დახარჯული თანხა არამიზნობრივი ხარჯია. რადგან იგივე ფასად, ქვეყანას შეუძლია კოვიდთან ბრძოლაში ბევრად უფრო ეფექტური არაინვაზიური ვენტილაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა საკმარისი რაოდენობით.

ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს. გადარჩენაა მთავარი თორემ სიმპტომებს ავიტანთ როგორმე…

14 ოქტომბერს სავარაუდოდ მეორედ გავხდი ავად კოვიდით. პირველად აპრილში ვიავადმყოფე. მაშინაც იგივე სიმპტომებით, ძალიან მსუბუქად გამოხატულით, მხოლოდ 3-4 დღით. იმ პერიოდში ჩემს ჰოსპიტალში არსებული პროტოკოლი თანამშრომლების ტესტირებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად მეც უარი მითხრეს ტესტირებაზე. ამდენად რთულია ზუსტად ვიცოდე ვიყავი თუ არა ავად ორჯერ, თუმცა ჩემი მეუღლის ავადმყოფობა იმავე პერიოდში ამაზე მიუთითებს. მისი ერთადერთი კონტაქტი მაშინ მე ვიყავი. ამჯერად საკმაოდ სერიოზულად ვიყავი ავად. ფილტვების ერთი მესამედი კოვიდ პნევმონიამ დამიზიანა. ასევე აღმენიშნებოდა სერიოზული ნეიროტოქსიკურობა. ზუსტად 20 დღე გაგრძელდა მაღალი სიცხეები. ცხადია, მთელი სამსახური მადევნებდა თვალს, ავადმყოფობის პერიოდი სახლში გავატარე. ჩვენმა გამოცდილმა რეანიმატოლოგებმა მირჩიეს იმუნიტეტს მივნდობოდი. თუმცა აუცილებლად აღვნიშნავ, არ მივეკუთვნებოდი არანაირ რისკ ჯგუფს. ვარ სრულიად ჯანმრთელი, არამწეველი, ნორმალურზე დაბალი წონის, აქტიურად ნავარჯიშები. ცხადია, ამან განაპირობა ის რომ ფილტვების ასეთი მძიმე დაზიანების პირობებშიც კი სუნთქვის უკმარისობა მინიმალურად მქონდა გამოხატული. ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, მთელი ავადმყოფობის პერიოდში არ მიმიღია არც ერთი პრეპარატი გარდა სიცხის დამწევისა. მივსდევდი გზამკვლევს რომელიც თქვენთვის დავწერეთ მე და ზურამ. ის გზამკვლევი სწორედ მაშინ დავწერეთ როცა მე დაავადების პირველ ფაზაში ვიყავი და კუნთოვანი ტკივილისგან ბეჭდვაც კი მიჭირდა. ვისაც ახსოვს ჩემი მაშინდელი ლაივი მიაქცევდა ყურადღებას რომ გავწყვიტე და ზურას ნაწილი დროზე ადრე შემოვიდა, მერე ისევ გავაგრძელე დარჩენილ კითხვებზე პასუხი. საუბრისას სუნთქვა მიძნელდებოდა და ამიტომ დამჭირდა პაუზა.

მოკლედ… რატომ გიყვებით ამას…

მე მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჰოსპიტალში და მემკურნალა რემდესევირით, სტეროიდით და ანტისხეულების კოქტეილით. მემკურნალა იგივე პროტოკოლით როგორც უმკურნალეს ტრამპს. ამაზე უარი ვთქვი ჩვენი გამოცდილი ექიმების რჩევით. ჩემი გადაწყვეტილება ემყარებოდა აქამდე გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებსა და ამ წუთისთვის არსებულ მკურნალობის სტანდარტებს. ჩემთვის ავირჩიე მკურნალობის იგივე მეთოდი რასაც დავუნიშნავდი ნებისმიერ პაციენტს იგივე მონაცემებით.

ჩემო ძვირფასებო, გული არ დაგაწყდეთ ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ. სწორი მოვლის პირობებში კოვიდ დაავადებულების აბსოლუტური უმრავლესობის გადარჩენა შეიძლება ძვირადღირებული მკურნალობის გარეშე. ამისათვის საჭიროა სწორად გაწვრთვნილი და საკმარისი რაოდენობის მედპერსონალი შესაბამისი ეკიპირებით. ჯადოსნური წამლები ჯერ არ არსებობენ კოვიდ ისტორიაში.

სიმშვიდე, მეცნიერულად დადასტურებული ცოდნა და მოწესრიგებულად ექიმის რეკომენდაციების შესრულება არის საუკეთესო იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში.

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას”

თეგები: კორონავირუსინანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას იწყებს – ისწავლე და იმუშავე სფეროს წამყვან პროფესიონალებთან
ახალი ამბები

თიბისი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას იწყებს – ისწავლე და იმუშავე სფეროს წამყვან პროფესიონალებთან

16:55 09-24-2025
ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის – თიბისის მობაილბანკიდან ყველაფერი მარტივია
ახალი ამბები

ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის – თიბისის მობაილბანკიდან ყველაფერი მარტივია

14:56 09-24-2025
უფასო თიბისი ბარათი- სარგებელი ხარჯის გარეშე
ახალი ამბები

უფასო თიბისი ბარათი- სარგებელი ხარჯის გარეშე

14:36 09-24-2025
თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა

15:07 09-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved